Home ახალი ამბები ბიტკოინი გაუფასურდა – კრიპტოვალუტის ღირებულება 9 000 დოლარამდე დაეცა

ბიტკოინი გაუფასურდა – კრიპტოვალუტის ღირებულება 9 000 დოლარამდე დაეცა

ბიტკოინი კვლავ გაუფასურდა. კრიპტოვალუტის ღირებულება 9 000 დოლარს ჩამოსცდა. მიმდინარე თვეში კრიპტოვალუტა უკვე მესამედ გაუფასურდა და მისი კაპიტალიზაცია 405 მილიარდ დოლარამდე დაეცა.

ეთერიუმმა ღირებულების 18%, რიპლმა 27% დაკარგა. ბიტკოინ ქეში, ლაითკოინი, ეოსი, ნემი, ნეო, სტელერი და კარდანო კი 20-35%-ის ფარგლებში გაუფასურდა. მსგავსი სიტუაციაა სხვა ვალუტების მიმართაც.

ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია 7 იანვარს 830 მილიარდი დოლარი იყო, დღეს კი 405 მილიარდამდეა დაცემული. სფეროს სპეციალისები 425 მილიარდიანი დანაკარგის მიზეზებს ასახელებენ. მაგ.: Microsoft-მა საგადახდო მხარდაჭერა, Facebook-მა რეკლამირება და სამხრეთ კორეამ კი კრიტოვალუტის ანონიმური ფლობა შეაჩერა.

2018 წლის დასაწყისიდან ბიტკოინის ფასი საგრძნობლად დაეცა. 2017 წლის 20 დეკემბრის პიკის შემდეგ, როდესაც მისმა ღირებულებამ 20 000 დოლარს მიაღწია, იანვრის შუა რიცხვებში მისი ღირებულება განახევრდა.

შეგახსენებთ, რომ on.ge-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების კრიზისების მართვის მდივანის გიორგი მღებრიშვილს ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ კაპიტალი კრიპტოვალუტაშიც აქვს დაგროვებული.

მღებრიშვილმა კრიპტოვალუტა, კერძოდ – ბიტკოინი მაშინ იყიდა, როდესაც ერთის ფასი 870$-ს შეადგენდა. მას შემდეგ ერთი ბიტკოინის ფასი 8 444$-ით გაიზარდა. მღებრიშვილს დეკლარაციის მიხედვით 12 ბიტკოინი აქვს, შესაბამისად მათი ღირებულება საერთო ჯამში 111 768$-ს შეადგენს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here