შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ქუჩებში იზრდება ქვეითი პატრულ-ინსპექტორების რაოდენობა.
„დღეს საპატრულო პოლიციას სამართავად გადაეცა უკონტაქტო პატრული. რაც მთავარია, თბილისის ქუჩებში იზრდება ქვეითი პატრულ-ინსპექტორების რაოდენობა. დღეს პირველად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შსს-ში ვქმნით მოქალაქეების მომსახურების ერთიან ცენტრს. ეს იქნება გარკვეული ინტეგრირებული პლატფორმა, საპოლიციო სერვისების ერთ ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში ჩვენი მოქალაქეებისათვის მისაწოდებლად“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მინისტრის თქმით,საპატრული პოლიციაში სტრუქტურული რეფორმებისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. რეფორმის ფარგლებში თბილისის მთავარ სამმართველოში გამოყოფილია ხუთი ტერიტორიული სამმართველო, რომელთა გამოყოფამაც კიდევ უფრო გაზარდა მართვის ხარისხი და ოპერატიული რეაგირების სისწრაფე.