მეეზოვე იუზა პაპუნაშვილი 31 იანვარს წითელ ბაღში მოზარდების სისხლიან დაპირისპირებას შეესწრო და დეტალებს იხსენებს. ინფორმაციას, “იმედი” ავრცელებს.
მისი განცხადებით, 10-მდე ბიჭი ერთმანეთს აგრესიულად მიმართავდა და გოგოს სახელს ახსენებდნენ:
“მე არ გამომიძახებია პოლიცია, თვითონ მოვიდა. 10 ბიჭი იქნებოდა დაახლოებით, ვიღაც გოგოს სახელს ახსენებდნენ და მერე გინება დაიწყეს. მე წამოვედი და 20 წუთში დავბრუნდი უკან. დაბრუნებულს აღარავინ დამხვდა იქ. 15 წუთში პოლიციელებიც მოვიდნენ და ბევრი სისხლი იყო დაქცეული. მერე გავიგე, რომ 2 ბიჭი დაუჭრიათ. წამიყვანეს გუშინ პოლიციაში, მთელი ღამე იქ ვიყავი, დაგვკითხეს. დავინახე, ერთმანეთს აგრესიულად ეპყრობოდნენ. 1 ბიჭს აგინებდა 3 ბიჭი, ძალიან ხმამაღლა. 15 მეტრის მანძილზე იყო სისხლი”, – ამბობს მეეზოვე.
თბილისის 35-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლეე 31 იანვარს წითელ ბაღთან დაჭრეს. დაჭრილი მოზარდები რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაახლოებით 20:00საათზე გადაიყვანეს.
მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.