Home ახალი ამბები “წითელ ბაღთან სისხლიანი გარჩევის დროს, მესამე მოზარდმაც მიიღო დაზიანებები”

“წითელ ბაღთან სისხლიანი გარჩევის დროს, მესამე მოზარდმაც მიიღო დაზიანებები”

1271
ორი მოზარდის დაჭრის საქმეზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი, წითელ ბაღთან მომხდარ დაპირისპირებაში კიდევ ერთი მოზარდი მონაწილეობდა,რომელიც ასევე მსუბუქად დაიჭრა.

მისი ადვოკატის თქმით, ის დაპირისპირებაში მონაწილე პირებს აშველებდა და მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.

მოზარდი უკვე დაკითხა პოლიციამ და რამდენიმე წუთში მას ისევ ელოდებიან საგამოძიებო უწყებაში, თუმცა რა სტატუსით არის დაბარებული იგი ამჯერად პოლიციაში, უცნობია ადვოკატისთვის.

„მას ჯერ არც ჩვენება აქვს მიცემული და არ მინდა რომ საზოგადოება შეცდომაში შევიყვანო და ამიტომ დეტალების გაჟღერება, რომელიც დაუზუსტებელი დეტალებია, ვფიქრობ ჩემი მხრიდან არ იქნება მიზანშეწონილი. ან თვითონ შსს გააკეთებს შესაბამის ინფორმაციას გამოძიების ანალიზის საფუძველზე ან მე როცა მეცოდინება კონკრეტული დეტალები, მერე შეიძლება გაკეთდეს რაღაც კონკრეტული განცხადებები და ახლა ვარაუდების გაკეთება ვფიქრობ მიზანშეწონილი  არ იქნება,“ – განაცხადა “რუსთვი2” -თან ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here