Home რუბრიკები საზოგადოება “აკრძალული ფრაზები” – რას არ პატიობენ ზოდიაქოს ნიშნები

“აკრძალული ფრაზები” – რას არ პატიობენ ზოდიაქოს ნიშნები

არსებობს მთელი რიგი ფრაზები, რომლებსაც ადამიანების მწყობრიდან გამოყვანა მარტივად შეუძლია. ვნახოთ რა ფრაზები აღიზიანებთ ადამიანებს ზოდიაქოს მიხედვით და რისი პატიება უჭირთ მათ?!

ფრაზა, რომელიც არ უნდა ვუთხრათ:

ვერძს: “უბრალოდ დაემორჩილე წესებს”
ვერძი თავად ქმნის წესებს და უჭირს სხვის წესებს დაემორჩილოს

კუროს: “შეცვალე შენი გეგმები”
კურო არასდროს შეცვლის გეგმებს, ის მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძოლებს

ტყუპებს: “მეორეჯერ ასე აღარ მოიქცე”
ტყუპები არასდროს გაჩერდებიან ერთ ცდაზე

კირჩხიბს: “შეწყვიტე სხვებზე ზრუნვა”
სხვებზე ზრუნვის გარეშე კირჩხიბი თავს უსარგებლოდ გრძნობს

ლომს: “შენ ვერ შეცვლი”
ლომი დაიბადა რათა ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს

ქალწულს: “რაც არ უნდა სცადო, მაინც ვერ შეძლებ”
ქალწული ვერ მოისვენებს,სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს

სასწორს: “შენ ვერ გაიგებ”
სასწორს ყველაფრის გაგება შეუძლია

მორიელს: “მიეცი ნება წავიდეს”
მორიელს ძალიან უჭირს საყვარელი ადამიანის ხელიდან გაშვება

მშვილდოსანს: “დროს ნუ კარგავ”
მშვილდოსანმა ყველაზე კარგად იცის დროის ფასი

თხის რქას: “იმედგაცრუებული ხარ”
თხის რქას იმედები არასდროს უცრუვდება. ისეთ ადამიანებთან აქვს ურთიერთობა, რომლებსაც ბოლომდე ენდობა.

მერწყულს: “გააკეთე ისე, როგორც მე გითხარი”
მერწყული სხვის ჭკუაზე არასდროს გაივლის. ის დამოუკიდებელია და სხვა ვერ უკარნახებს როგორ მოიქცეს

და ბოლოს თევზებს: “შენ ვერ შეძლებ” – არაფერი არ სტკენს თევზებს გულს ისე, როგორც გაფიქრება იმისა, რომ ისინი უუნარონი არიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here