ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ბრძანებულება, კუბაზე გუანტანამოს ციხის დახურვის შესახებ გააუქმა.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ის მეთაურის გადაწყვეტილება გუანტანამოში კანონიერია და ეს ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში ერთ-ერთი დაპირება იყო.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების მოტივად ტერორიზმთან ბრძოლა სახელდება.
გუანტანამოს ციხე 2002 წელს ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობის დროს დაარსდა,სადაც დამნაშავეები მთელი მსოფლიოდან ხვდებიან. სპეციალური, მკაცრი რეჟიმის ციხეში ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილებს ათავსებდნენ.