ის უკან არ იხევს – “ფრთიანი გუგულიზმები”

სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნების” წევრის, გუგული მაღრაძის ცინიზმით აღსავსე გამონათქვამები საზოგადოების მსჯელობისა და მითქმა-მოთქმის საგანი არაერთხელ გახდა.
მიუხედავად ამისა, გუგული უკან არ იხევს და ახალ-ახალი “ფრთიანი გამონათქვამებით” საზოგადოების გაღიზიანებას განაგრძობს.

„სერიოზული, მცოდნე ადამიანი საჯარო სამსახურში 2 000 ლარად არ გაგიჩერდება“.

“ჭკვიანმა დიასახლისმა იცის, როდისაა ხორცი იაფი”.

„10 ლარად 4 ბოთლი ზეთის ყიდვა ისევ თავისუფლად შესაძლებელია“.

„საქართველოში უმუშევრობა მხოლოდ იმის გამო კი არ არის, რომ აქ სამუშაო ადგილები არ არის, სამუშაო ადგილები ცხადდება და შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანები არ არიან“.

„როდესაც ახლოვდება არჩევნები, ცხადია, უფრო მკვეთრი გამონათქვამები არის ხოლმე იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ამომრჩეველი“.

მაღრაძე გარემოვაჭრეებს:  შეიძლება ფეხები არ მიცივდება, მაგრამ საღამოს მეც დაღლილი მოვდივარ.

მაღრაძე ჟურნალიტს :  შუბა არ უნდა მეცვას? თქვენ რა ცხოველთა დაცვის საზოგადოებიდან ხართ?

“საახალწლოდ ვის რა პრობლება უნდა ჰქონდეს? მოსახლეობის ძალიან ცოტა ნაწილია დღეს მეტ–ნაკლებად გაჭირვებული. მაქსიმუმ, 5 პროცენტს უჭირს და ისინიც საახალწლოდ მაინც ახერხებენ სუფრის გაშლას”

„თუ კარგი დიასახლისია, გეტყვი, რამდენია საჭირო: ადამიანი გავა, იმ დღეს იყიდის ხორცს, როცა იაფია, იმ ხორცს ორად გაყოფს, სუპს გააკეთებს, მერე კიდევ შეურევს სხვა რაღაცებს, მაგალითად, კარტოფილს. ამისთვის სადღაც 20 ლარია საჭირო და შეიძლება კალორიებიც დაიცვა, სჯობს სტაფილო, კარტოფილი, კომბოსტო და ა.შ. ამას უნდა კარგი, ჭკვიანი დიასახლისი, რომელმაც იცის, როდის გავიდეს ბაზარში. ესაა მთელი ხელოვნება. ”

და ბოლოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, ყველას კარგად ახსოვს გუგული მაღრაძის სიტყვით გამოსვლა  და ცნობილი ინგლისური „თუ თუ თუ“ !

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here