ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში 14 წლამდე ასაკის გოგო გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
ადგილობრივების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ტკივილგამაყუჩებლის მიღების შემდეგ გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
წყარო: „პირველი“