საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად, მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად ათასობით ბავში ზიანდება და იღუპება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში 2015 წლის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 912 მოზარდი დაშავდა, აქიდან 28 დაიღუპა.
2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ 1019 – მოზარდი დაშავდა, აქიდან 17 – მოზარდი შემთხვევამ იმსხვერპლა.
2017 წლის მონაცემებით კი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 955 მოზარდი დაშავდა, აქიდან დაღუპულ ბავშვთა რიცხვი 23-ს შეადგენს.
შსს-ს 2017 წლის სტატისტიკით მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ ბავშვთა სიკვდილიანობა 2016 წელთან შედარებით გაზრდილია.