თბილისში, დადიანის ქუჩაზე კლინიკა “მედი” გაქურდეს.
არსებული ინფორმაციით, კლინიკის შიდა და გარეთ დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს, რომ ამ დრომდე დაუდგენელი პირები, არასრულწლოვნები არიან.
რა სახის ზარალი მიადგა კლინიკას ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარი ფაქტი „საქართველო და მსოფლიოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც, უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლის, მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
დაუდგენელი პირების გამოსავლენად, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.