2018 წლის ბოლომდე, იტალიის საეპისკოპო კონფერენციის გადაწყვეტილებით, იტალიის ეკლესიებში „მამაო ჩვენოს“ თარგმანი შეიცვლება. ინფორმაციას გამოცემა Corriere della Sera -ი ავრცელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით „საქართველო და მსოფლიო“ ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ეკლესიის წინამძღვარს, მამა გიორგი (რაზმაძეს) დაუკავშირდა კომენტარი სთხოვა.
„რომის პაპი მთავარი კომედიანტია, ამის წინა პაპი იყო ლეოპარდებს ნათლავდა და ახლა ამაზე მართლმადიდებელმა ყოველთვის კომენტარი აკეთოს სასაცილოც კია. ესენი დიდი ხანია განსაცდელში კი არა ჯოჯოხეთში იმყოფებიან და მაგას ვერ ხვდებიან. კომედიანტები არიან დღეს ამას შეცვლიან ხვალ იმას, სონღულაშვილები და ასეთი ადამიანები პირდაპირ ამბობენ, რომ წმინდა წერილში არ წერიაო, რომ მამათმავლობა ცოდვა არისო. თუ ბრმაა ადამიანი იმას ვერ აუხსნი მზეს რა ნათება აქვს და მუსიკას რანაირი ჰანგი აქვს ის თუ ყრუა. ესენი არიან ბრმები და ყრუები,თვალები და ყურები კი აქვთ, მაგრამ ვერც ხედავენ და არც ესმით, თან თუ სულიერად არიან დაბრმავებული, ეს უფრო მძიმე მდგომარეობაა. იგივე ნარკომანების მდგომარეობაში არიან ოღონდ სულიერი ნარკოტიკებით არიან დაავადებული“, – აღნიშნა მამა გიორგიმ.
რომის პაპი ფრანცისკეს განცახდებით, “მამაო ჩვენოს” ლოცვის ტექსტი ინგლისურ და სხვა ენებზე თარგმანი არასწორია.
“ეს ცუდი თარგმანია, რადგან შეიძლება ვიფიქროთ, რომ ღმერთი ირჩევს შეგვიყვანოს თუ არა განსაცდელში და იმაზე მიგვანიშნებს, რომ განსაცდელის პროვოცირებას ღმერთი ახდენს”, – განაცხადა რომის პაპმა.
ცვლილების მიხედვით ფრაზა „და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“ ჩაინაცვლება ფრაზით „და ნუ დაგვიტევებ ჩვენ განსაცდელსა შინა“.
ცვლილება ეპისკოპოსების საგანგებო სხდომაზე დამტკიცდება, რომელიც რომში 12-14 ნოემბერს გაიმართება.