ტერორიზმის საქმეზე დაკავებული რუსლან ალდამოვი ეჭვობს, 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშილს შეცდომით ესროლეს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით „საქართველო და მსოფლიო“ რუსლან ალდამოვის უფლებადამცველს, მარიამ კუბლაშვილს ესაუბრა.
ადვოკატის ინფორმაციით, ალდამოვი ეჭვობს, რომ თემირლან მაჩალიკშვილი შეცდომით დაჭრეს, ხოლო რეალურად მისი ლიკვიდაცია სურდათ.
„ალდამოვის ეჭვი არის ასეთი: უცნაური იყო დაკავების შემდგომ სპეცრაზმელების მოქმედებები. რაც გამოიხატებოდა შემდეგში; თავზე ჩამოფარებულ ქუდს მალმალე ხდიდნენ და სახეზე უცნურად აკვირდებოდნენ, მერე ისევ აფარებდნენ, მერე ისევ მოხსნიდნენ და ბოლოს ამ ყველაფრის მერე უსვამენ კითხვას რა გქვია, თუ შეიძლება ვინაობა გვითხარით. ეს კითხვა იყო იმდენად გასაოცარი, რატომ უსვამენ ასეთ კითხვას, რაზეც პასუხობს ალდამოვი, რომ „ როდესაც საკუთრ სახლში შემოხვედით,როგორ არ იცით ჩემი სახელი და გვარი, ბოლოს რომ ჩამოვედით თბილისში აქ ასეთი საუბარი იყო, შენ არ უნდა ყოფილიყავი ცოცხალი. შეიძლება ეს ერთგავრი მუქარა იყო ან დამიკოდებულება ასეთი და ამას ყველას ეუბნებიან მაგრამ ეს მე, რომ მითხრეს გამახსენდა და ამომიტივტივდა, რის საფუძველზე ვეჭვობ, რომ თემირლანის მაგივრად, ხომ არ უნოდადთ ჩემი ლიკვიდაცია. რადგან უცნაური მზერა და მერე ვინაობის დაჟინებული გამოკითხვა ვინაობის შსახებ ძალიან უცნაურია და საეჭვოდ ემთხვევა.“ მითხრა ალდამოვმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა 26 დეკემბერს თბილისსა და ახმეტაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ხუთი პირი დააკავეს.
სუსის ინფორმაციით, დაკავებულ ოთხ ადამიანთან ერთად რუსლან ალდამოვი აჰმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს თბილისში ბინის შოვნაში დაეხმარა.