Home ახალი ამბები თემირლან მაჩლიკაშილის საქმის ახალი დეტალები – რა წერია ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნაში

თემირლან მაჩლიკაშილის საქმის ახალი დეტალები – რა წერია ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნაში

26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა, იგი რამდენიმე დღეში თბილისში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი შსს-ს მიერ ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნას გაეცნო.
თემირლან მაჩლიკაშილის საქმის ახალ დეტალებთან დაკავშირებით „საქართველო და მსოფლიო“ მაჩლიკაშვილის ოჯახის ადვოკატს, მარიამ კუბლაშვილს ესაუბრა.
უფლებადამცველის განცხადებით, პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, თემირლანისთვის ახლო მანძილიდან არ არის ნასროლი რაც დამატებით კითხვებს აჩენს.
რა წერია ბალისტიკურ (ტყვიის მოძრაობის მიმართულება) დასკნაში:
„ბალისტიკური ექსპერტიზა რომელიც შსს-მ გააკეთა, გვიდგენს, რომ არის ნასროლი არა ახლო მანძილიდან, (120 სმ დან) არამედ პირდაპირ კარებიდან ზემოდან ქვემოთ მიმართულებით.“- განაცხადა კუბლაშილმა.
თუ რა დამატებით გარემოებებს სძენს საქმეს ბალისტიკური ექსპერტიზის პასუხები, ადვოკატი განმარტავს:
 „ელემენტარული და მარტივი ინფორმაცია, ჯერ რომ სპეცრაზმელი ოთახში არ არის შემოსული და პირდაპირ კარიდანვე აქვს ნასროლი – ეს აჩენს კითხვას, რომ საიდან გაარჩია ამ სიბნელეში სად, რა ეჭირა  თემირლანს ხელში?! შსს-ს ასევე უწერია ექსპერტიზის დაკვსნის ოქმში, რომ მან სცადა ხელყუმბარის გახსნა, როცა ის იყო მწოლიარე მდგომარეობაში. რითი შეეცდებიან საწინააღმდეგო ამტკიცონ, რომ მან ხელყუმბარის გახსნა სცადა? ცუდი ის არის რომ მე არ გამაჩნია არანიარი წვდომა იმ ძირითად მტკიცებულებებზე, რომელიც არის გასაიდუმლოებული და მნიშვნელოვანი ჩემთვის, მაგალითად ხელყუმბარის შესახებ, თვითონ სპეცრაზმელის ჩვენება და მრავალი ნიუანსი, რომელის გაცნობის საშუალება არ მაქვს“,-  განაცხადა  კუბლაშვილმა.
 რა წერია მანამდე ჩატარებულ ბიოლოგიურ დასკვნაში:
„ბიოლოგიური ექსპერტიზა რომელიც, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა, გაირკვა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელთათმანი, ქუდი ბალიში,საბანი, ლეიბი, იატაკიდან ამოღებული სისხლი, ამ ყველაფერზე დადასტურდა თემირლანის სისხლის კვალი, მაგრამ ასევე ამოღებულ იქნა  5 პატარა ლითონის ნაჭერი კედლიდან იმისთვის, რომ ჩატარებულიყო ექსპერტიზა. გამოგვადგა ერთი ტყვიის ნაწილი, რომელზეც ექსპერტმა დაწერა, რომ შესაძლებელი იყო მასზე შესაბამისი კვლევების ჩატარება. სწორედ ამ ნაჭერზე არ აღმოჩნდა არც სისხლის კვალი არც დნმ-ის კვალი“,– განმარტავს ადვოკატი.
მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი ვარაუდობს, რომ თემირლანს ჰქონდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რის გამოც მოხდა მისი ლიკვიდაცია.
„თემირლანის საქმეში,ის ვიდეო საქმეში რაც დევს  არაფერს არ გვაძლევს, რატომ არასოდეს არავის არ დაუბარებია საგამოძიებო უწყებაში  თემირლანი გამოკითხვაზე,თუ რა განმარტებას მისცემდა იგი ამ ვიდეოზე. მიმაჩნია, რომ ეს სპეცოპერაცია აუცილებელი იყო განხორციელებულიყო იმიტომ, რომ  22 ნოემბრის საშინელებაზე რეაგირება უნდა მომხდარიყო.  მაგრამ ბრალდების მხარეს მათ წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულება არ გააჩნდა. ჩემი აზრით მას ჰქონდა ასრებითდ მნიშვნელოვანი  ინფორმაცია,რაც ამ საქმეს ამოაყირავებდა საერთოდ და ამ საქმისთვის ალიბი ექნებოდა. სასამარლო იმსჯელებს ფაქტებზე, მე არ მაინტერესებს ინტერპრეტაციები. ფაქტია ეს ადამიანი არის გარდაცვლილი”, – განაცხადა  კუბლაშვილმა.
უფლებადამცველის განცხადებით, თემირლანის ოჯახისთვის დაზარალებულად სტატუსი ამ დრომდე პროკურორის უარის ბრძანებისსაფუძველზე  არ მიუნიჭებიათ.
„ოჯახისთის ვითხოვდი და ვითხოვ დაზარალებულად სცნონ, რაზეც საქმეში პროკურორის ბრძანებით უარი დევს. უარი იმიტომ, რომ  ჯერ არ არის  შეჯამებული ექსპერტიზის დასკვნები, ვინაიდან დანიშნულია კიდევ უამრავი ექსპერტიზა, მაგალითად დაქტილოსკოპიური და სხვა“,-აღნიშნა ადვოკატმა.
ადვოკატის განცხადებით,  ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას აპირებს, რაც საქმის ობიექტურ გამოძიებაში დაეხმარება.
„ფაქტია, რომ ერთი გასროლილი ტყვიის შედეგად მოხდა ამ ადამიანის დაჭრა და შემდგომ გარდაცვალება. ასევე ფაქტია, რომ ის ერთადერთი მტკიცებულება რითიც იგი დაიჭრა, ამოღებულია საქმიდან. ეს ერთადერთი მტკიცებულება გვეუბნება, რომ ამ ტყვიით, იგი გარდაცვლილი არ არის. ახლა უკვე სხვა შეფასების საგანია შეიძლება დნმ-ის და სისხლის კვალიც გაქრეს, რაზეც ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი“,– აღნიშნა ადვოკატმა.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here