Home ახალი ამბები ზონგ-ზონგი და ჰუა-ჰუა-პირველი კლონირებული მაიმუნები

ზონგ-ზონგი და ჰუა-ჰუა-პირველი კლონირებული მაიმუნები

 

შანხაიში, ჩინეთის მეცნიერთა აკადემიამ ორი მდედრი მაიმუნის კლონი შექმნა. ზონგზონგი და ჰუაჰუა, –ასე ჰქვიათ მსოფლიოს პირველ კლონ მაიმუნებს. ერთი მაიმუნი 7, მეორე კი 6 კვირისაა.

 მსოფლიოში პირველი კლონირებული ცხოველი ცხვარი იყო. 22 წლის წინ შექმნილ პირველ კლონს მოჰყვა ცხოველთა სხვა სახეობებიც; შეიქმნა კატებისა და ცხენების კლონებიც.

მიუხედავად სამეცნიერო სფეროს განვითარებისა, ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა მაიმუნის კლონირება.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ მაიმუნის კლონის შექმნა იქნება წინაპირობა, რომ ისინი ოდესმე ადამიანის კლონირებასაც შეძლებენ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here