Home რუბრიკები საზოგადოება იხარე მტერო, იკვნესე ერო!

იხარე მტერო, იკვნესე ერო!

კარიკატურა

მეტი ნატო საქართველოში, მეტი საქართველო ნატოში! _ ეს ლოზუნგი ქართველთა უბედურებად შერაცხილი უცხოეთის ლაქია სკამოსანი ვირთხებისაა, თავგამოდებით რომ ასრულებენ ჯანი ბუკიკიოების მსგავსთა შემარცხვენელ რეკომენდაციებს, რათა ევროამერიკელი ძაღლიშვილების ხროვას აწკავწკავებულ გოშიებად შემორჩნენ და, პატიოსნების, ზნეობრივი სიწმინდის ნაცვლად, სქესობრივად აღვირახსნილ მანიაკებთან ერთად, გარყვნილების წუმპეში იფართხალონ.

ევრო-ამერიკამ ყველაზე დიდი სიბილწე დემოკრატიის დროშად აქცია და ქვეყნებში მუქარით, ძალადობითა და მოსყიდვით შეიტანა. ახლა დასავლეთში ყველაზე საპატიოდ აღვირახსნილობა ითვლება და მამაკაც-მინისტრებს გათხოვებას დიდი პატივით ულოცავენ ქვეყნის თავკაცები. აი ევროპული გზა. ვისაც ევროპისკენ მიმავალი ამგვარი ბუკეტებით მორთული გზა ხიბლავს, მის ჯიშ-ჯილაგს სატანამ, დამსახურებისამებრ, მოახმაროს ლესბოსელობისა და მამათმავლობის სიმყრალე. ქართველი ხალხის წინაპართა მიერ შექმნილ ეროვნულ ფასეულობებს შეეშვან, თორემ სატანის მსახურებისთვის მხოლოდ ჯოჯოხეთს მიიღებენ ჯილდოდ.

ამერიკა, რომელსაც, სულ რაღაც, 242-წლიანი სახელმწიფოებრივი ისტორია აქვს, დღეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დამცველის სახელით კარნახობს მსოფლიოს თავის ხუშტურებს და ჰომოსექსუალური ქორწინების ეს მედროშე ამ სიბინძურისკენ მიათრევს ყველას. დღევანდელ ამერიკაში იმ ევროპელი ავანტიურისტების შთამომავლები ცხოვრობენ, ზანგ მონებზე ძაღლებით რომ ნადირობდნენ, საკუთარ სამშობლოში მცხოვრები ინდიელები რომ გაჟუჟეს და მათი ბავშვებისთვის ახდილი სკალპებით ამაყობდნენ, დღეს კი დიდსა და პატარას აშფოთებენ ძალის გამოყენების საფრთხობელათი. ევროპამ კი დაივიწყა, რა უბედურებად დაუჯდა ჯვაროსნული ლაშქრობები ქრისტიანობას; დაივიწყა, რუსეთთნ ჭიდილი საბედისწეროდ რომ ექცა ნაპოლეონს. კაცობრიობის ყველაზე დიდი ჭირი, ფაშიზმიც ევროპაში გამოჩეკეს, დააფრთიანეს, და ისევ რუსეთს მიუსიეს. ევროპას და, საერთოდ, კაცობრიობას ფაშიზმისგან ნაგემი საშინელი სიმწარე მაინც უნდა გამოდგომოდა გაკვეთილად, მაგრამ _ არა. საბჭოთა კავშირი, რომლის წინააღმდეგაც შექმნეს სამხედრო ბლოკი ნატო, წლებია, აღარ არის. ნატოც უნდა დაშლილიყო, მაგრამ აგრესიის ძველებურმა სენმა ისევ იმძლავრა. რუსეთის ერთგული მეგობარი, სერბეთი, დაუნდობლად გაწეწეს. თვით რუსეთმაც ისეთი რბევა და ნგრევა განიცადა, თითქოს კიდევ ერთი ომი გადაიტანა. ნატომ დაივიწყა ადრე დადებული ყველა შეთანხმება, უმადურობაშეპყრობილი ზოგიერთი ყოფილი სოციალისტური რესპუბლიკა შეიერთა და რუსეთს ისე შემოერტყა გარს, როგორც მომაკვდავ ლომს აფთრების ხროვა. არადა, მომაკვდავი ლომიც ლომია. რუსეთმა გამოჯანმთელება დაიწყო და მსოფლიოს დაანახვა თავისი ძალა. ნატო კი კაცობრიობის საფრთხობელად განაგრძობს არსებობას და მისგანვე გამწარებულ ქვეყნებს ბირთვული ომის ჯოჯოხეთისკენ ექაჩება.

თუ დღეს სიმართლის ხმამაღლა თქმას ევრო-ამერიკული ბოქლომი ადევს, ხვალ ისტორია პირუთვნელად იტყვის, რა საშინელი სისასტიკით მოუსპეს ლიბიელებს ბედნიერი ცხოვრება და სისხლიანი ქაოსი მოახვიეს თავს. ერაყის განადგურება ყალბი საბაბის მოშველიებით ადამის მოდგმას სირცხვილად შერჩება. იმაზე მეტი რა ჩაიდინა სადამ ჰუსეინმა, რაც ამერიკის უვიცმა პრეზიდენტმა ბუშმა (უმცროსმა), ავსტრიასა და ავსტრალიას ერთმანეთისგან რომ ვერ არჩევდა და ბრაზილია რამხელა სახელმწიფო იყო, წარმოდგენა არ ჰქონდა? დიდი ცოდნაგანათლებით ვერ დაიკვეხნიდა პრეზიდენტი ობამაც, რომელმაც არ იცოდა, ამერიკაში რამდენი შტატია, ხოლო ოსვენციმი თავისი ბაბუის მიერ გათავისუფლებული ეგონა. როცა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობისა და სისხლის ღვრის შეწყვეტის პერსპექტივა გაჩნდა, ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა ტრამპმაც არ დააყოვნა და მინელებული ცეცხლის ასაგიზგიზებლად ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადება მოითხოვა.

იქნებ ვინმემ ახსნას, ამერიკის შემდეგ საქართველოს სიდიდით მეორე სამხედრო კონტინგენტის ავღანეთში ყოფნას რა ჰქვია? ამაზე მეტი რაღა ვქნათ, ისედაც გადაშენების გზაზე მდგარმა ერმა, ყველანი ხომ არ გადავბარგდებით ავღანეთში? იმდენი მაინც ხომ უნდა დავრჩეთ აქ, რომ ავღანეთში ნატოს ინტერესებს შეწირული ქართველი ვაჟკაცების ცხედრები მიწას მივაბაროთ?

აი მეტი საქართველო ნატოში!

ცოტამ თუ იცის, რას ნიშნავს საქართველოს საჯარო დაწესებულებებში ცისფერი დროშების ფრიალი. ალბათ, ზედმეტი არ იქნებოდა, ოფიციალურად განემარტათ, რომ ცისფერი დროშა ევროკავშირს ეკუთვნის და ჩვენ ევროპელად გადაქცევის სიცხეს ამ დროშების ფრიალით ვიგრილებთ. რაც შეეხება ხუთჯვრიან დროშას, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას სულმნათი გურამ შარაძის სიცოცხლე შეეწირა, ჯვაროსანი ტამპლიერების ორდენის სიმბოლოა. მავანი იკითხავს: საქართველოსი რაღააო? საქართველოსი ევრო-ამერიკულ ხუშტურებზე როკვაა. ეგეც მეტი ნატო საქართველოში! რომელიც ასე იშიფრება: იხარე მტერო, იკვნესე ერო!

საქართველოს ხელისუფლებას სახელად ევროატლატიკურ ინტერესებზე ქართული ეროვნული სიწმინდეების გადაცვლის კოოპერატივი უფრო მოუხდებოდა. ჰოდა, რა გასაკვირია, ეს კოოპერატივი ასე ენერგიულად რომ ურიგებს უცხოელებს საქართველოს მოქალაქეობას? უამრავი ქართველი კი აუტანელი ყოფისგან თავის დასაღწევად უცხოეთში გარბის. ისე იცლება ჭეშმარიტი ქართველებისგან საქართველო, რომ ამ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში მხოლოდ ჯაგარაშლილი სატანის მსახურნი შემორჩებიან და თამამად იყივლებენ: ნატო ნატოშიაო! გარყვნილთა პარპაშს, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებასა და მათ სამარცხვინო აღლუმებს აღარავინ შეუშლის ხელს.

როცა შენი ხალხის ინტერესები მედუქნესავით დახლზე გაქვს შემოდებული და ევროამერიკელთა ინტერესებზე ცვლი, ხალხს კი არა, ხალხის უბედურებას ემსახურები, ამ ფუნქციონერთა სამარცხვინო თავყრილობა კი კოოპერატივია, რომელმაც ხალხის საფრთხობელად აქცია სახალხო დამცველის თანამდებობა, ყველა უკუღმართის, უზნეოსა და ურწმუნოს ტრიბუნა რომ იყო, და მას, ვინც ამ პოსტზე უზნეო ტრადიციის გამგრძელებლი შეარჩია, უცხოეთის კოოპერატივის მედუქნის გარდა, სხვა რომელი წოდება დაამშვენებდა?!

კადრების შერჩევისას შეიძლება შეგეშალოს, მაგალითად, შეცდომა იქნა დაშვებული საქართველოს პრეზიდენტად მარგველაშვილის არჩევისას _ როგორც ტრიბუნას ჩაიგდებს ხელში, რუსეთის აუგის ქარბუქს აყენებს, ამ ქვეყნის ხელმძღვანელობასთან პირისპირ საუბარს კი შეშინებული სახედარივით გაურბის, რადგან ამის უფლებას არ აძლევს ევროატლანტიკური ლაქუცი. ერის ბედნიერებისთვის მოღვაწე ადამიანი ინკუბატორის წიწილებივით ერთმანეთის მსგავსი მაღალჩინოსნებისგან პატრიოტის თვისებებით განსხვავდება. უცხოეთის ლაქიები კი ხალხის ერთგულის სახელს ნიღბად იყენებენ ქვეყნისა და ერის ღალატის დასაფარავად. ასე გამოიყენა ამერიკამ სააკაშვილი და ახლა უკრაინისთვის თავდადებული პატრიოტის იარლიყით, იმავე უკრაინელთა საუბედუროდ, ამერიკის ინტერესებისთვის აყეფებენ. ისე, თუ დასჭირდათ, სააკაშვილს სვაზილენდის ან ლესოტოსთვის თავდადებულ პატრიოტად გამოიყვანენ და ააყეფებენ.

“ქართული ოცნება” ისეთ ბედნიერ ცხოვრებას გვპირდებოდა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ყელის გამოწევით შეგვეხვეწებოდნენ: ერთად ვიყოთო. მაგრამ ბედნიერ ცხოვრებას ვიღა ჩივის, როცა სქესობრივად გარყვნილთა და ბილწთა მოგერიება გაგვხდომია თავში საცემად. სახელისუფლო პოსტებზე მოკალათებული ბედნიერები კი ისე ბრდღვნიან ბიუჯეტს პრემიებითა და სახელფასო დანამატებით, რომ კორუფცია აღარაფერში სჭირდებათ. ბიუჯეტს თავიანთი სურვილის მიხედვით აძრობენ ტყავს, ხოლო შიმშილის ყბაში აფართხალებულ პენსიონერებს პენსიაზე ათ ლარს უმატებენ და ასი ლარით უძვირებენ არსებობას. აბა რა, დროულად უნდა მოიშორონ ღვაწლმოსილი პენსიონერები, თორემ ხედავენ, რომ ახალგაზრდების ევროამერიკულად გარყვნაში გვარიანად უშლიან ხელს.

სქესობრივი გაუკუღმართების სიბილწემ კათოლიკური ეკლესიის ერთ ნაწილში შეაღწია. ახლა მართლმადიდებლობას უტევენ, რომელსაც მძლავრ ბურჯად უდგას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია. საქართველოს სიამაყე, კათოლიკოს-პატრიარქი კი უძლებს ეშმაკის მოციქული მღვდელმთავრების შეტევებს. როცა პატრიარქმა თავისი მოსაყდრე შეარჩია, გარყვნილების ექსპორტიორები შეშფოთდნენ და ვაშინგტონში სასწრაფოდ გამოიძახეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მოძღვრებად ჩანერგილი აგენტურა. საქართველოში დაბრუნებულებმა კი ამერიკის ქება-დიდების ისეთი ქარბუქი დაატრიალეს, ეკლესიის მსახურნი კი არა, რომელიღაც უცხოური არასამთავრობოს წევრები გეგონებოდათ. ფაშიზმის ზეობის ხანაში სატანის თესლი დუჩე მუსოლინი წმინდა პეტრეს ტაძარში მთავარანგელოზის სახით დახატეს.

ეპისკოპოსი ლუდვიგ მიულერი ქადაგებდა, განგებამ ქრისტე აამაღლა ცათა შინა, ჰიტლერი კი თავის წარმომადგენლად დატოვაო. ჰიტლერის დედა მეორე ღვთისმშობლად გამოაცხადეს. ჩვენთანაც საერთაშორისო ტაკიმასხარა სააკაშვილის სურათზე ლოცულობდა ქრისტეს ძვლისმკვნეტელი ზოგიერთიმოძღვარი”.

ფაშიზმს, დამსახურებისამებრ, დაატყდა ღვთის რისხვა, მაგრამ პედერასტობა, ლესბოსელობა და სხვა უამრავი სიბილწე დაეპატრონა დემოკრატიის ნიღბიან დასავლეთს. თვითონ როგორც უნდათ, ისე იჭყუმპალაონ ამ სიბინძურეში, სანამ უფალს სულ არ შემოაღრღნიან მოთმინებას და მის მიერ ახალი სოდომ-გომორათი დაჯილდოვდებიან. ჯერჯერობით კი ამ გარყვნილების ძალით დაკანონების მუქარით აშფოთებენ უამრავ ქვეყანას. ქართველი ხალხი კი თანდათან იძირება ევრო-ამერიკული რეკომენდაციებით გაჟღენთილ სოციალურ სიდუხჭირეში. ქართული ოცნებისმიერ დაპირებული აყვავებული ცხოვრების მოლოდინი ცრუ გაწამაწიაში ჩაიფერფლა. ვიტყვით, “ქართული ოცნებას” და ვგულისხმობთ ბიძინა ივანიშვილს. ვიტყვით ბიძინას და გვახსენდება დაპირებების კორიანტელი. ბიძინა კი მშვიდად ზის თავის მილიარდებზე კრუხივით. ბიუჯეტის ვირთხები მაინც მოგვაშოროს. ევროპელთა მიერ შემოტენილმა კოაბიტაციამ ყველაფერი მათ სასურველ კალაპოტში ჩააყენა. “ნაციონალური მოძრაობა”, ჩადენილი საზარელი ცოდვებისთვის აკრძალვას რომ იმსახურებდა, ახლა უფრო აქტიურად განაგრძობს ლეშისმჭამელი სვავის ბარტყების დაფრთიანებას. “ქართული ოცნების” ევროატლანტიკური ლტოლვა უფრო და უფრო ემსგავსება ნაციონალების ჭირვეულობას. ნაცებისა და ქოცების ურთიერთობა კი ერთ გობში ჩასხმული სალაფავისთვის ორი ნაგაზის ძიძგილაობას წააგავს.

ნათქვამია, ცოდვა ქვაზე წერია, მადლი _ ქვიშაზეო. ის მადლი, რომელიც რუსეთს ქართველი ხალხის გადარჩენაში მიუძღვის, დავივიწყეთ და, სატანის მაგიის ტყვეობაში მყოფნი, რუსეთთან მეგობრობას მის მტრობად გვაჩეჩებენ. ასე ექაჩებიან ქვეყანას დაღუპვისკენ ევრო-ამერიკული კოოპერატივების მედუქნეები.

საქართველოს გამთლიანებასა და აღორძინებას ადევს ევროატლანტიკური ბოქლომი, რომელსაც გულმოდგინედ იცავენ უცხოეთის მარიონეტი ბღენძები, იმავე უცხოელთა მიქსევით, ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ რომ უღრენენ რუსეთს, როგორც ლუკმის მიგდებით გათამამებული გოშია _ ლომს. რუსეთთან ასეთი ხელოვნური გაუცხოების მიუხედავად, ეს ქვეყანა უარს არ ამბობს საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი ურთიერთობის შენარჩუნებაზე და მოთმინებით ელოდება უცხოეთის კოოპერატივის გარდაქმნას ქართველი ერის ინტერესების დამცველ ხელისუფლებად, რათა საქართველოს გამთლიანებასა და აღორძინებაში ძველებურად შეიტანოს თავისი წვლილი.

გივი სომხიშვილი, მწერალი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here