საქართველოს ექს – პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი პრეზიდენტობისას ქვეყანაში არცერთი პოლიტიკოსი არ დაუკავებიათ, მათ შორის არც ნინო ბურჯანაძე, რომელიც, პოლიტიკოსის მოსაზრებით, ნამდვილად იმსახურებდა ციხეში ჯდომას.
ამის შესახებ სააკაშვილი გამოცემა “Новая газета”-სთან საუბრობს.
„ მე ვარ ადამიანი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ სრულ კონტროლს ფლობდა, მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ წავიდა. დარჩენის სურვილი რომ მქონოდა, ამას ძალიან მარტივად გავაკეთებდი. რეიტინგებიც მაღალი მქონდა.. არცერთი პოლიტიკოსი არ დაგვიკავებია. თუმცა, ისეთ ადამიანს, როგორიც ნინო ბურჯანაძეა, ნებისმიერ ქვეყანაში ციხეში ჩასვამდნენ. ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ ნინო ბურჯანაძე, რომელიც 100%-ით ციხეში უნდა მჯდარიყო იმის გამო, რომ ომის (2008 წლის) შემდეგ იგი მოსკოვთან ღიად თანამშრომლობდა, არ დაგვიკავებია“, -განაცხადა სააკაშვილმა.