თბილისში პეკინის გამზირზე ” დაუდგენელმა პირებმა,დელფოსის”მაღაზია გაქურდეს.
სამკაულების მაღაზიის თანამშრომლების თქმით, სამსახურში მისულებს მაღაზიის კარი ღია დახვდათ და ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს.
როგორც „საქართველო და მსოფლიოს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.