Home ახალი ამბები სასამართლომ ბექა წიქარიშვილს ორ კვირიანი პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ბექა წიქარიშვილს ორ კვირიანი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრმა ბექა წიქარიშვილმა დღეს გამართულ პროცესზე მოსამართლის წინაშე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა აღიარა და განაცხადა რომ,  მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის გამო აღელვებულ ნიადაგზე აღნიშნული ფორმით პროტესტი გამოხატა. 

მოსამართლემ წიქარშვილს 14 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლოს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი გიორგანაშვილის „ბახალას“ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოში ინციდენტი მოხდა, რის შემდეგაც რეჟისორი ბექა ბზიავა და მოძრაობა თეთრი ხმაურის“ ლიდერი,ბექა წიქარიშვილი სასამართლოს მანდატურებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დაკავებული პირებიდან ერთ-ერთი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სასამართლოს, ხოლო მეორემ შენობის მიმართულებით აგური ისროლა, რის შედეგადაც ცენტრალური შემოსასვლელის მინა ჩაიმსხვრა.

ბზიავა წესრიგის დარღვევისთვის 500 ლარით დაჯარიმდა, წიქარიშვილს კი დღეს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here