საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-5 კმ-ზე ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა.
კლდოვანი მიწის ჩამოშლამ გამოიწვია გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა. აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.