Home ახალი ამბები სასამართლო “ბახალას” განაჩენზე განცხადებას ავრცელებს

სასამართლო “ბახალას” განაჩენზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

სასამართლომ, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადასტურებულად მიიჩნია გიორგანაშვილის მხრიდან ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

სასამართლოს განმარტებით, სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პიროვნება და ის გარემოება, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ იყო, მის ქმედებას ზიანი არ მიუყენებია სხვა პირისთვის და სასჯელის სახით გამოიყენა წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი.

”თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულ გიორგი გ- ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, გიორგი გ-მ, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 0,3726 გრამი ნარკოტიკული საშულება ‘’ბუპრენორფინის“ (სუბოტექსი) შემცველი 45 აბი და აბის 4 ნატეხი, რაც 2017 წლის 25 იანვარს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.

სასამართლომ, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადასტურებულად მიიჩნია გიორგი გ.-ს მხრიდან ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პიროვნება და ის გარემოება, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ იყო, მის ქმედებას ზიანი არ მიუყენებია სხვა პირისთვის და სასჯელის სახით გამოიყენა წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი.

სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, სხდომაზე დამსწრე ორმა პირმა დაარღვია წესრიგი, კერძოდ სასამართლოს ეზოში გასვლის შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სასამართლოს, ხოლო მეორემ შენობის მიმართულებით ისროლა აგური, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა ცენტრალური შემოსასვლელის მინა. სასამართლო მანდატურის სამსახურმა აღკვეთა ქმედება და წესრიგის დაცვის მიზნით ორივე მათგანი დააკავა”, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

გიორგი გიორგანაშვილი 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცლოდ გაათავისუფლეს ის 25 იანვარს დააკავეს.

მსახიობს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here