Home ახალი ამბები გახარია: დიახ, ჭანტურიას დაკითხვაზე ჩემი მოადგილე იყო, ის საგამოძიებო ფუნქციებს ასრულებდა

გახარია: დიახ, ჭანტურიას დაკითხვაზე ჩემი მოადგილე იყო, ის საგამოძიებო ფუნქციებს ასრულებდა

756

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში 40 საათით დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატის განცხადებას, სადაც ადვოკატი შს მინისტრის პირველ მოადგილეს კახა საბანაძეს მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ზეწოლაში ადანაშაულებდა, ჟურნალისტებთან უპასუხა.

„სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება ასრულებს თავის ფუნქციას. დადგინდა, რომ ბატონი ჭანტურია იყო ერთ-ერთი უკანასკნელი, რომელსაც კავშირი ჰქონდა სამსონ ქუთათელაძესთან. აქედან გამომდინარე, გამოძიება ასრულებს თავის ფუნქციას და გააგრძელებს ამ ფუნქციების შესრულებას ყველა სახით და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელთანაც გარკვეული ეჭვი არსებობს, შესაბამისი ქმედებები იქნება გატარებული. რაც შეეხება ჩემს პირველ მოადგილეს, ის გახლავთ სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი და ის პირდაპირ ასრულებდა თავის ფუნქციებს და გააგრძელებს ამ ფუნქციების შესრულებას.

დაკითხვაზე რა თქმა უნდა იყო, შეიძლება არ უთხოვია აღიარება, მაგრამ ის ასრულებდა საგამოძიებო ფუნქციებს. არანაირი გადამეტებას იქ ადგილი არ ჰქონია. ტაქტიკას , რომლის მიხედვით თავდაცვა თავდასხმაა, ჩვენზე არავითარი გავლენა არ ექნება. ჩვენი ამოცანაა ეს საქმე იყოს გახსნილი და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here