პოლონელმა სასულიერო პირებმა და სემინარიელებმა კურორტ ვისლაზე სლალომის (შეჯიბრება თხილამურებით მთიდან სწრაფდაშვებაში მიხვეულ-მოხვეული მარშრუტით) ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს, რომელიც რომის პაპის იოანე პავლე II-ს პატივსაცემად 20 წელზე მეტია ყოველწიურად იმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
ტურნირის გამარჯვებულს სპეციალური პრიზი- იოანე პავლე II-ის თასი გადაეცემა.