Home ახალი ამბები დეკანოზ მამალაძის ძმა: დაასახელოს ჯარჯი წიკლაურმა კონკრეტული პირი, ვინც ჩემს ძმას ციანიდი...

დეკანოზ მამალაძის ძმა: დაასახელოს ჯარჯი წიკლაურმა კონკრეტული პირი, ვინც ჩემს ძმას ციანიდი მიყიდა

1111

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ გამოვლენილია კონკრეტული პირი, ვისგანაც შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში მსჯავრდებულმა გიორგი მამალაძემ სავარაუდოდ ციანიდი შეიძინა.

„ამ პირმა იცრუა დაკითხვისას და განაცხადა, რომ მამალაძე თანხას თითქოს ბანკის სესხის დასფარად აძლევდა. ამასთნავე დავადგინეთ,რომ ეს პირი მამალაძის გერმანიაში გამგზავრების წინა დღეებში იმყოფებოდა დმანისში,თუმცა ამასთან დაკავშირებით იცრუა, რომ დმანისში არასოდეს არ იყო ნამყოფი. ეს გარემოება არ იქნებოდა საეჭვო, რომ არა ერთი დეტალი, დმანისი არის რეგიონი, სადაც საქმიანობს „არ ემ ჯი გოლდი“, რომელიც საქმიანობაში იყენებს ნატრიუმის ციანიდს, ვინაიდან ამ ეტაპზე გამსაღებლის ზუსტი იდენტიფიცირებისთვის მტკიცებულებების მოპოვებაა საჭირო, საქმეზე ამ ეტაპზეც გრძელდება გამოძიება“ – განაცხადა საქმის პროკურორმა.

ამ განცხადების შემდეგ  „პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმას თორნიკე მამალაძეს. რომელიც მოითხოვს, რომ პროკურორმა დაასახელოს კონკრეტული პირი, რომელმაც დეკანოზს  ციანიდი მიჰყიდა.

„დაასახელოს ჯარჯი წიკლაურმა კონკრეტული პირი, ვინც ჩემს ძმას მიყიდა ციანიდი. პროკურორი დიდი ხანია ამბობს, რომ საქმეში არსებობს ასეთი პირი ვისთანაც იყიდა ციანიდი გიორგი მამალაძემ, ის კონკრეტულად ვერაფერს ამბობს, რატომ მალავს? მათ უბრალოდ ვერ ნახეს ადამიანი, რომელთანაც ვაჭრობა გაუვათ და მიიღებენ თანხმობას:  მე ვიტყვი მაგ ცოდვას მე დავიდებო. დმანისში ჩასვლა კანონით ისჯება? პროკურორი აცხადებს, რომ 2500$ რაღაცის შეძენას ითხოვსო, რატომ მაინცდამაინც ციანიდი? იქნებ ჩემს ძმას სხვა ნივთის შეძენა სურდა ამ ფასად? ასე ლაპარაკობენ 1 წელია მოვითხოვ გადასცეთ ბატონ ჯარჯის, რომ ისაუბროს კონკრეტულად“ – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here