Home ახალი ამბები 2017 წელს შექმნილი მსოფლიო დოვლათის 82% მდიდრების 1%-ის ხელში აღმოჩნდა

2017 წელს შექმნილი მსოფლიო დოვლათის 82% მდიდრების 1%-ის ხელში აღმოჩნდა

2017 წელს შექმნილი თითოეული 10 დოლარიდან, 8 დოლარი მსოფლიოს უმდიდრესი 1%-ის ჯიბეში წავიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ოქსფამზე“ დაყრდნობით CNN ავრცელებს.

Oxfam International-ის ახალი კვლევის თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის 50% ამ ხნის განმავლობაში საერთოდ არ გამდიდრებულა, რაც ნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკა მუშაობს არა სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით, არამედ მდიდრების კიდევ უფრო გამდიდრებისთვის.

„მილიარდერების ბუმი ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეკონომიკაა ჯანსაღი, ეს არის დაავადებული ეკონომიკის სიმპტომი,“ – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვინი ბიანიამამ.

 

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც კერავენ სამოსს, ქმნიან სმარტფონებს და მოჰყავთ მოსავალი ექსპლუატირებული არიან კორპორაციების და მდიდრების მხრიდან.

კვლევა, რომელიც დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა, Global Wealth Databook-ის მონაცემებს ეყრდნობა.

Oxfam-ის განცხადებით, დროა გლობალურმა ელიტამ შეწყვიტოს საუბარი უთანასწორობაზე და გადადგას რეალური ნაბიჯები მის აღმოსაფხვრელად.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მთავრობებმა უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები, რათა მოხდ

ეს დოვლათის სამართლიანი გადანაწილება და დასაქმებულთა უფლებების გაძლიერება. ეს კი შესაძლებელია მოიცავდეს საარსებო მინიმუმის გაზრდას, პროფკავშირების მხარდაჭერას და გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

ოქსფამის მოწოდებით, ხელისუფლებებს ასევე მოუწევთ ბრძოლა გადასახადებისთვის თავის არიდებასთან დაკავშირებით და ლიმიტის დაწესება აქციონერების შემოსავალსა და დამატებით ჯილდოებზე. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ კომპანიები არ უნდა უხდიდნენ დივიდენდებს აქციონერებს, თუ ისინი არ უხდიან საკუთარ დასაქმებულებს საარსებო მინიმუმს მაინც.
Oxfam-ის განცხადებითვე, უნდა გატარდეს პოლიტიკა, რომელიც შეაფერხებს გადამეტებულ გამდიდრებას.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here