Home რუბრიკები სამართალი თურქეთის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

თურქეთის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის  საქალაქო  სასამართლოს  მოსამართლის  გადაწყვეტილებთ  თურქეთის  მოქალაქე მუჰამედ ალი ათასოის   აღკვეთის  ღონისძიების  სახით   პატიმრობა შეეფარდა .

როგორც სააგენტო „მედიანიუსს“ სასაზღვრო პოლიციიდან აცნობეს,  შსს  სასაზღვრო  პოლიციის  N 1   სამმართველოს  (ბათუმი)  ტერიტორიაზე,  N1 სასაზღვრო  სექტორის  (სარფი)  დასაცავ  მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, სახელმწიფო  საზღვრის  უკანონოდ  გადმოკვეთის  ფაქტზე  თურქეთის  მოქალაქე მუჰამედ ალი ათასოი  24სექტემბერს  დააკავა,  რომელიც  უკანონოდ,  სასაზღვრო  კონტროლის  გვერდის  ავლით,  თურქეთის  რესპუბლიკიდან  საქართველოში  მოემართებოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here