განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის თქმით, რელიგიის ისტორია სკოლებში, როგორც არჩევითი საგანი უნდა ისწავლებოდეს.
„მიმაჩნია, რომ რელიგიის ისტორია, როგორც არჩევითი საგანი ყველა სკოლაში უნდა იყოს და მივდივართ აქეთკენ“, – აღნიშნა მინისტრმა.
როგორც ცნობილია, დეკემბერში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ერთ-ერთი ქადაგებისას განაცხადა, რომ სკოლებში რელიგიის ისტორიისა და სულიერებასთან დაკავშირებული საკითხების სწავლება აუცილებელია.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”
აგაშენა ღმერთმა !
როგორც აუცილებელი მინისტრო, როგორც აუცილებელი…