2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ,,ქართული ოცნების” კანდიდატების შერჩევა აქტიურად მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფრმაციის თანახმად, „ოცნებაში“ყველაზე აქტიურად პრემიერ-მინისტრ გიორგი კვრკაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის კანდიდატურაზე მსჯელობენ, ასევე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს კანდიდატურის შესახებაც.
გაზეთ „ახალი თაობის“ ინფორმაციით, ორივე საპრეზიდენტო კანდიდატურა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაიწუნა.
საქართველოს კპრემიერ-მინისტრი გიორგი ვირიკაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურის დასახელებას გამორიცხავს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხცადა, პრეზიდენტობის კანდიდატებზე „ქართული ოცნება“ არ ჩამოყალიბებულა.
„ჩემი დღევანდელი პოზიციიდან გამომდინარე, სახელისუფლებო გუნდთან ერთად, ვახორციელებ იმ პროგრამას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვან დადებით დინამიკას განაპირობებს. ამ სიტუაციაში, ჩემი კანდიდატურის პრეზიდენტის პოსტზე განხილვა უადგილოც არის, ჩემთვის უინტერესოც და ვფიქრობ, მუდმივად ამ თემის მუსირება ჩვენი გუნდისთვისაც დამაზიანებელია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
აღნიშნული ინფორმაცია დავით სერგეენკომაც უარყო, მისი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატად მისი გვარი არსად განიხილება.
,,თაიმერის“ ინფორმაცით, კი „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იქნება. კანდიდატურას მხარს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უჭერს.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 წელს გაიმართება.