რუსმა პრანკერებმა ვოვანმა და ლეკსუსმა გაეროში აშშ–ის წარმომადგენელ ნიკი ჰეილის დაურეკეს და მას პოლონეთის პრემიერმინისტრად წარუდგნენ. ქალბატონი ნიკი არ შეუცბუნებია იმ ამბავს, რომ არარსებულ, გამოგონილ სახელმწიფოში ვითარებაზე ესაუბრებოდნენ, _ წერს Vesti.ru
პრანკერები: _ კიდევ ერთი რამ მაინტერესებს _ ბინომო. ეს არც ისე შორს არის ვიეტნამიდან, ჩინეთის სამხრეთითაა. თქვენ გსმენიათ ბინომოს შესახებ?
ჰეილი: _ დიახ, დიახ.
პრანკერები: _ დამოუკიდებლობა სურთ.
ჰეილი: _ მართალია.
პრანკერები: _ მათ არჩევნები ჩაატარეს, ვვარაუდობთ, რომ იქ რუსეთი ჩაერია.
ჰეილი: _ ჰო, რა თქმა უნდა.
პრანკერები: _ და ახლა ეს ბინომო ვითარებას ამწვავებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.
ჰეილი: _ ჩვენ გაფრთხილებული ვართ ამის შესახებ და ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას. ვფიქრობ, განვაგრძობთ დაკვირვებას ისევე, როგორც სხვა საკითხებზე, რომლებიც ეხება სამხრეთი ჩინეთის ზღვას.
პრანკერები: _ რა ზომები გატარდება ბინომოს მიმართ?
ჰეილი: _ გავიგებ, როგორია აშშ-ის რეალური პოზიცია ამ საკითხზე და შეგატყობინებთ, რა უნდა გააკეთოთ.
პოლონეთის პრემიერს რომ არ ელაპარაკებოდა, ჰეილი ვერც მას შემდეგ მიხვდა, როცა მას კევინ სპეისსა და პეტრე პოროშენკოზე ჰკითხეს.
პრენკერები: _ მინდა, ჩვენი საუბარი პოლიტიკურ ნოტაზე დავასრულოთ. წაიკითხეთ ბატონი პოროშენკოს დღევანდელი ინტერვიუ?
ჰეილი: _ არა, მაგრამ აუცილებლად გავეცნობი.
პრანკერები: _ პოროშენკომ თქვა, რომ კევინ სპეისი 2015 წელს უკრაინას სტუმრობდა.
ჰეილი: _ დიახ, ეს სასაცილოა.
პრანკერები: _ და ვახშმობისას პრეზიდენტს აეტორღიალა, ხელი დაადო მუხლზე.
ჰეილი: _ რას ამბობთ?
პრანკერები: _ ჰო, ეს სიგიჟეა.
ჰეილი: _ ძალიან სასაცილოა. აუცილებლად წავიკითხავ ამ ინტერვიუს…
მოამზადა
ნიკა კორინთელმა