ამ ხელშეკრულების თანახმად, თესალონიკის პორტის აქციების 67 პროცენტი 231,926 მილიონ ევროდ იყიდა კომპანია South Europe Gateway Thessaloniki (SEGT) Limited -მა, რომელმაც გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
შეთანხმება პარლამენტის მიერ იქნება რატიფიცირებული და, ვარაუდობენ, რომ გარიგება 2018 წლის პირველ კვარტალში გაფორმდება, _ ნათქვამია “რია ნოვოსტის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეთანხმების საერთო ღირებულება 1,1 მილიარდი ევროა. მიაჩნიათ, რომ ამ გარიგებით კიდევ უფრო გაძლიერდება საბერძნეთის კარიბჭის როლი საერთაშორისო სავაჭრო და ტურისტულ კომპანიებს შორის.