Business Insider–ი წერს, რომ ამერიკულ ავიაგამანადგურებელს შანსი არ აქვს, პირისპირ ბრძოლაში სძლიოს რუსულ Cy -35-ს. ეს დამტკიცდა სირიის ინციდენტში.
F-22 Raptor -ი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელ ავიაგამანადგურებლად არის მიჩნეული. მისი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის თვითმფრინავების განადგურება საჰაერო ბრძოლაში. Raptor -ის მთავარი იარაღია ფარულობა, რომელსაც “სტელსის” ტექნოლოგია უზრუნველყოფს.
მაგრამ ეს უპირატესობა მთავარ ნაკლსაც შეიცავს. მისი უარყოფითი მხარეები სრულად გამჟღავნდა სირიაში. Raptor -ის გამოყენების სპეციფიკა გულისხმობს მოწინააღმდეგის თვითმფრინავის განადგურებას მანამდე, სანამ მას თავად აღმოაჩენენ, მაგრამ F-22-ის შანსი მკვეთრად ეცემა, თუ მას მოუწევს, ღია საჰაერო ბრძოლაში ჩაერთოს მოწინააღმდეგის ავიაგამანადგურებელთან. ეს აშკარად დადასტურდა ახლახან, როცა Raptor -მა ვერაფერი დაუპირისპირა Cy -35-ს. რუსულმა საჰაერო აპარატმა “გააგდო” F-22, რომელიც შეეცადა, მიახლოებოდა ბადრაგს, რომელსაც რუსული ავიაგამანადგურებელი მიაცილებდა.