Home სხვადასხვა დაიჯესტი “მცდელობამ, რუსეთისთვის თავისი ადგილი მიეჩინა, აშშ აბსურდამდე მიიყვანა”

“მცდელობამ, რუსეთისთვის თავისი ადგილი მიეჩინა, აშშ აბსურდამდე მიიყვანა”

ტრამპი

ავხსნი, რატომ არის ამერიკის შეერთებული შტატების კრახი მსოფლიო არენაზე დიდწილად დაკავშირებული იმასთან, რაც რუსეთში ხდება”, _ წერს ამერიკელი პროფესორი, რუსეთის ისტორიის სპეციალისტი გილბერტ დოკტოროუ. მისი სტატია სათაურითაქვს კი მომავალი ამერიკის შეერთებულ შტატებს?” 12 დეკემბერს გამოაქვეყნა პორტალმა TrunthDigმა.

“6 თვის წინათ, როდესაც ამ თემაზე წიგნს ვამზადებდი, ვერც კი წარმომედგინა, რომ ეს პრობლემა დღეს აქტუალური იქნებოდა. “ნიუ იორკ თაიმსისა” თუ “ვაშინგტონ პოსტის” ყოველი მორიგი ნომერი დამატებით მასალას იძლევა ამ თემაზე დასაფიქრებლად.

აშშ-ის მომავლის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური შეიქნა პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ. ტრამპისთვის ხელის შეშლის, მისი გადაყენების მცდელობები დაუყოვნებლივ დაიწყო. დაუფარავი და საჯარო შეტევები ტრამპის არა მხოლოდ პოლიტიკაზე, არამედ მის პიროვნებაზე, ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და პირად ცხოვრებაზე ჩვენს პრესაში ნორმად იქცა და ამას ყოველდღიურად ვხედავთ. “ალყაში” მოქცეულმა პრეზიდენტმა, უბრალოდ, არ იცოდა, თავდაპირველად ვისთვის ეპასუხა.

ჩვენ ვხედავთ ქაოსს ტრამპის პოლიტიკაში. თეთრი სახლის ადმინისტრაცია, ტრამპის ხელქვეითები თავიანთი განცხადებებით ერთმანეთს ეწინაამდეგებიან, ეწინააღმდეგებიან თვითონ პრეზიდენტსაც, რის გამოც ის ხშირად დაიჩივლებს ხოლმე სოციალურ ქსელში. ამ ვითარებამ რიგითი მოქალაქეები და ბევრი ანალიტიკოსი ძალიან შეაშფოთა. უცხო ქვეყნის ექსპერტები და დამკვირვებლებიც გაოცებულნი არიან აშშ-ში შექმნილი პოლიტიკური ვითარებით. მართლაც, ქვეყანა, რომელიც თავის თავს ვერ მართავს, ნამდვილად არ არის სანიმუშო და ძლევამოსილი სახელმწიფო, რომელსაც შეეძლება დანარჩენი მსოფლიოს მართვა. არადა, აშშ ყოველთვის სურდა მსოფლიოს ჟანდარმის როლის შესრულება. ჩემი აზრით, აშშის, როგორც დომინანტი ზესახელმწიფოს, კრახი განაპირობა ვაშინგტონის მიერ 2007 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ _ “რუსეთისთვის მისი ადგილი მიეჩინათ”. რატომ რუსეთი? იმიტომ, რომ იმ მომენტში ის იყო ერთადერთი ძალა, რომელსაც ჰქონდა უნარი, ეჭვქვეშ დაეყენებინა აშშის გლობალური ჰეგემონია, როგორც სიტყვით, ისე საქმით.

აშშ-მა ყველაფერი იღონა, რათა კვლავ გაეტეხა რუსეთი, მიეჩინა მისთვის ის ადგილი, რომელიც ვაშინგტონმა განუსაზღვრა. აშშ ოცნებობდა, რუსეთი გადაექცია რეგიონულ ლიდერად, ევროპულ სახელმწიფოდ, რომელიც გამუდმებით კნინდება და იწონებს ვაშინგტონიდან წამოსულ ყველა პოლიტიკურ მიმართულებას.

ამ ძალისხმევის შედეგად დაიწყო ამერიკული “რბილი” და “ხისტი” ძალის მობილიზება.

“რბილი ძალა” ცდილობს, გააღვივოს “ფერადი რევოლუცია” რუსეთში და ოპოზიციის დაფინანსებით, ეკონომიკური სექტორისთვის სანქციების დაწესებით ხელისუფლებას ჩამოაცილოს ვლადიმერ პუტინი, იმ იმედით, რომ განხეთქილებას შეიტანს კრემლის ელიტაში, დააშორებს მას მოსახლეობას და სახელს შეუბღალავს რუსეთის პრეზიდენტს.

პარალელურად, აშშ ცდილობდა რუსეთის შეკავებასხისტი”, უხეში ძალით _ ნატოს გაფართოების (1996 წლიდან) გზით თავისი ყოფნით რუსეთის საზღვრებთან, ბოლო ხანს კი ნატოს სამხედრო ბაზების შექმნით პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, აგრეთვე, ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებების ჩატარებით სანქტპეტერბურგისა და რუსეთის სხვა ქალაქების ახლოს.

რამდენიმე პოლიტიკოსი და პენტაგონის გენერალი, რომლებმაც რუსეთი ამერიკის ყველაზე დიდ საფრთხესთან გააიგივეს, სრულიად მართალი არიან. დღეს ისევე, როგორც წარსულში, ცივი ომის პერიოდში, დედამიწის ზურგზე რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია, ერთ დღეში ფერფლად აქციოს ჩრდილოეთი ამერიკა.

ჩვენი გაზეთები ამ საფრთხეზე არაფერს წერენ, ამის მაგივრად ჩვენ ვკითხულობთ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ჰილარი კლინტონის დისკრედიტაციის მიზნით და დონალდ ტრამპის პოლიტიკის მხარდასაჭერად, რომელიც თურმე რუსეთის ინტერესებს იცავს.

ნება მიბოძეთ, დავაზუსტო, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში აშშ რეალურად ცდილობდა რუსეთის გაკონტროლებას. ამისთვის აშშ იყენებს თავის საყვარელ ინსტრუმენტს _ ეკონომიკურ ომს: ევროპისთვის ბუნებრივი აირისა და ნავთობის მიყიდვას.

ბილ კლინტონის მეორე ადმინისტრაციის პოლიტიკას “მილსადენების ომს”, ანუ “ახალ დიდ თამაშს” უწოდებდნენ.

ამ ეკონომიკური ომის კიდევ ერთი ინსტრუმენტია სანქციები, რომლებიც აშშ-მა პირველად 2012 წელს დაუწესა რუსეთს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო. იმხანად სანქციების საბაბი იყო ე.წ. მაგნიტსკის კანონი, მას შემდეგ კი სანქციები მხოლოდ ფართოვდება. აშშ-ში ამბობენ, რომ რუსეთის “დასჯა” აუცილებელია ცივი ომის შემდგომ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და მსოფლიო წესრიგის დარღვევის გამო. კერძოდ, მოსკოვს ადანაშაულებენ ყირიმის მიერთებასა და უკრაინის სამოქალაქო ომში ჩარევაში. ვაშინგტონი ყველაფერს აკეთებს რუსეთის იზოლირებისთვის, მისთვის მეგობრებისა და მოკავშირეების ჩამოსაშორებლად, ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გასაძევებლად, როგორიც არის G8. აშშ ამ მეთოდებით ამცირებს რუსეთის შანსებს, დაიცვას თავისი ინტერესები სხვა ქვეყნებში და სადავოდ, საკამათოდ აქციოს ამერიკის ჰეგემონია.

რა მივიღეთ ამ ზომების შედეგად?

პირველი. ჩვენი ეკონომიკური ომის პოლიტიკურმა ეფექტმა, განსაკუთრებით, სანქციებმა, რუსეთის მოსახლეობა დარაზმა პრეზიდენტ პუტინის გარშემო და რუსეთში აამაღლა პატრიოტიზმის დონე. ეს არის იმის საწინააღმდეგო ეფექტი, რომელსაც ვარაუდობდნენ ამ ზომების ინიციატორები სახელმწიფო დეპარტამენტიდან. ყველაფერმა ამან გამოიწვია პუტინის რეიტინგის მატება 65 პროცენტიდან (სამი წლის წინათ), 80-ზე მეტ პროცენტამდე (დღეს);

მეორე. ამ შეტევებმა მხოლოდ გააძლიერეს რუსეთის ეკონომიკის დამოუკიდებლობა. შეწყდა სამომხმარებლო და საინვესტიციო საქონლის განურჩეველი იმპორტი. დღეს იმპორტის შეცვლა რუსეთის ნაწარმით მთავარი ლოზუნგია ქვეყანაში და მას მხარს უჭერს მოსახლეობის დიდი ნაწილი;

მესამე. რუსეთის ეკონომიკის ენერგეტიკული სექტორი კვლავ ძლიერია, რუსეთი ახლა ავითარებს ვაჭრობას აზიის ბაზრებზე, უწინარესად, ჩინეთში. რუსებმა გააკეთეს სახელობრ ის, რასაც ვლადიმერ პუტინი სრულიად მსოფლიოს დაჰპირდა. ამერიკის ყველა შეტევაზე რეაგირება იყო სიმეტრიული და მათ მოძებნეს გადაწყვეტილებები, რომელთა რეალიზაციაც გაცილებით იაფი დაუჯდათ.

რუსეთისა და ჩინეთის დაახლოება ძალიან აშფოთებს ვაშინგტონს

ჩინელები და რუსები ცდილობენ, შექმნან ახალი გლობალური ინფრასტრუქტურა (ინიციატივა “ერთი სარტყელი, ერთი გზა”), რომელიც მსოფლიოს ახალი წესრიგის მთავარი ინსტრუმენტი იქნება. რუსეთ-ჩინეთის ალიანსზე ლაპარაკისას, ვაღიარებ, რომ ასეთი მჭიდრო ურთიერთობა და დაახლოება ამერიკული მზარდი მუქარის შედეგია.

სირიაში აშშ-ის ჩაფლავებაც კონფლიქტში რუსეთის ჩარევის შედეგია. პრეზიდენტ ბაშარ ასადის ოფიციალური მიწვევის შედეგად, სირიის რამდენიმე ზონა უახლესი რუსული იარაღის გამოსაცდელ პოლიგონად იქცა. სამხედრო ძლიერებამ, დიპლომატიურ უნარებთან ერთად, რუსეთს ახალი პატივისცემა მოუტანა ახლო აღმოსავლეთში და, საერთოდ, მსოფლიოში.

ჩვენ ორ ათწლეულზე მეტი დაგვჭირდა რუსეთთან ამჟამინდელ სახიფათო კონფლიქტამდე მისასვლელად. შეუძლებელია ამ პრობლემის გადაჭრა ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით, მაგრამ გამოსავალი მაინც არსებობს. აუცილებელია, რუსეთი ისეთი მივიღოთ, როგორიც არის, და დავიწყოთ მასთან მშვიდობიანი თანაარსებობა; ამასთანავე, არ შევეცადოთ, კრემლს ავუკრძალოთ, დაიცვას რუსეთის სტრატეგიული ინტერესები”.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here