Home რუბრიკები საზოგადოება “მეგრული პოეზიის ანთოლოგია”

“მეგრული პოეზიის ანთოლოგია”

“მეგრული პოეზიის ანთოლოგია”

თუ მეგრელი ხარ, .. ყველაზე დიდი ქართველი ხარ იმიტომ, რომ კოლხეთის სამეფო იყო პირველი კოლხური წარმონაქმნი, მაშინ, როდესაც არ არსებობდა, ერთი კრებითი სახელი ქართველთასაქართველო”! თუ მეგრელი ხარ, .. ძალიან ამაყობ, ამაყობ იმიტომ, რომ საქართველოს უძველესი შვილი ხარ! თუ მეგრელი ხარ, .. ღმერთმა ორი მშობლიური ენა მოგცა ოდითგან კოლხურზანურჭანური, რომლის მემკვიდრეა, რა თქმა უნდა, მეგრული და, რა თქმა უნდა, ქართული, მშობლიურია ორივე ჩემთვის! თუ მეგრელი ხარ, .. ტკბილი მეგრული ნანა გსმენია დედისა! თუ მეგრელი ხარ, მორდუობა შენთვის ძალიან დიდი რამაა!” _ ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით იწყება წიგნის შესავალი, რომელსაცმეგრული პოეზიის ანთოლოგიაეწოდება.

შესავალში ასევე მოყვანილია უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სიტყვები, რომლებიც წიგნის ავტორებისთვის პირად საუბარში უთქვამს: “მეგრელებს ერთი დიდებული სიმღერა გაქვთ, რომლის ბადალსაც ძნელად იპოვით არათუ ეთნოგრაფიულ მეზობლობაში, არამედ _ თვით მსოფლიო ფოლკლორშიც კი და იცით, რომელია? _ “ვაიორქო მა, ვამორწონქო მა, იშენი ქუგორლუაფუდა სქანი ჭირიმა” (არ გიყვარვარ მე, არ მოგწონვარ მე, მაინც შემოგევლე, შენი ჭირიმე)”. “მეგრული პოეზიის ანთოლოგია” მეგრული ფოლკლორით იწყება და მასში სხვადასხვა ასაკის 50 პოეტის ლექსი და პოემაა შეტანილი.

“მეგრული პოეზიის ანთოლოგიის” ავტორია პოეტი გური ოტობაია, მენეჯერი _ იური გუგუჩია, ხოლო რედაქტორ-კონსულტანტები არიან აკადემიკოსები: როინ მეტრეველი, ავთანდილ არაბული და აპოლონ სილაგაძე. წიგნი დაიბეჭდა ბიზნესმენების _ ომარ ღურწკაიასა და სულხან პაპაშვილის ფინანსური მხარდაჭერით.

მეცნიერების დიდი ნაწილი დადებითად აფასებს გამოცემას

იური გუგუჩია, “მეგრული პოეზიის ანთოლოგიისპროექტის მენეჯერი:

_ წიგნის გამოცემის იდეა პოეტ გური ოტობაიას ეკუთვნის. მან თავისი ჩანაფიქრი გამიზიარა და მე მისი იდეა მომეწონა. მეც ბევრი მქონდა ნაფიქრი ამის შესახებ, ვიცოდი ჩვენი დიდი წინაპრების აზრი მეგრულ ენაზე. ისტორიაშიც ბევრი რამ წერია სამეგრელოზე, მეგრელებზე, ჩვენს ენაზე…

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დიდი წინაპრები და საამაყო ქართველები მეგრულ ენაზე ბევრ საინტერესო რამეს ამბობდნენ, დღეს ეს ენა მიგდებულია, უპატრონოდ არის დარჩენილი, უყურადღებოდ… სახელმწიფო ყურადღებას არ აქცევს მეგრულ ენას და მეტიც, ხშირად საქილიკოც არის. არადა, მეგრული ენა არის იმის ღირსი, ყურადღება მიაქციონ.

მეგრელებს ხშირად სდებენ ბრალს სეპარატიზმში, ამიტომ მიგდებულია ენა… დღეს სამეგრელოშიც კი აღარ ისმის ბავშვების ჟღურტული მეგრულ ენაზე…

_ თქვენ იდეას ხორცი შეასხითროგორი იყო გამოხმაურება?

_ “მეგრული პოეზიის ანთოლოგიის” გამოცემა საზოგადოებამ დადებითად აღიქვა. ლამაზი საღამო მოაწყვეს მეცნიერებათა აკადემიაში, წიგნმა ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო. ყველა, ვინც წიგნი ნახა, აღფრთოვანებულია, უარყოფითი აზრი არავისგან მომისმენია. ყოველ შემთხვევაში, მეცნიერების დიდი ნაწილი დადებითად აფასებს გამოცემას, ყმაყოფილია მეგრელი ხალხიც. წიგნის პრეზენტაცია დაგეგმილია მწერალთა კავშირშიც და ზუგდიდშიც, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ღონისძიების გამართვა.

წიგნის გაყიდვის წინააღმდეგნი ვართ, გვინდა, საჩუქრად ჰქონდეს ყველას, მაგრამბიბლუსისქსელში ცოტა რაოდენობით მაინც შევიდა.

წიგნმა აღფრთოვანება გამოიწვია სამეგრელოში, დიდი პრეზენტაცია მოეწყო მეცნიერებათა აკადემიაში

გური ოტობაია, პოეტი, ავტორი პროექტისამეგრული პოეზიის ანთოლოგია”:

_ წიგნის გამოცემის იდეა ჩემი იყო. გასული საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო მეგრული ფოლკლორის ნიმუშების შეგროვება, რომელსაც სათავეში აკაკი შანიძე ედგა, მაგრამ ეს მასალები დაიფანტა და მე დავიწყე ხელახლა შეგროვება, რასაც დრო დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ მეგრულად ლექსების წერა სეპარატიზმად ითვლებოდა, ამიტომ ლექსების დიდი ნაწილი დაკარგულია, რაც დარჩა, ძნელი მოსაპოვებველი იყო. დიდი შრომა ჩავდეთ ამ წიგნში…

წიგნმა აღფრთოვანება გამოიწვია სამეგრელოში. დიდი პრეზენტაცია მოეწყო მეცნიერებათა აკადემიაში.

ჩვენი მუშაობა ამ წიგნით არ სრულდება, გეგმაში გვაქვს ქართული პოეზიის ანთოლოგიის გაკეთება. ასეთი 12 წიგნი გამოიცა სხვადასხვა პერიოდში. ბრწყინვალე წიგნი გამოსცა მურმან ლებანიძემ, ახლახან ვაჟა ოთარაშვილმა გამოსცა ახალი ქართული ლექსების ანთოლოგია. ჩვენ ვაპირებთ, რომ განსხვავებული წიგნი გამოვცეთ, ერთტომეული. ჩემი აზრით, სჯობს, მხოლოდ ერთ წიგნში შევიდეს ყველაფერი… ვბეჭდავთ ვაჟას, აკაკის, ილიას, ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემებს, რომელიც არც ერთ ანთოლოგიაში არ შესულა და, საერთოდ, ვეძებთ უცნობ ნაწარმოებებს. არასოდეს დაბეჭდილა სვანური პოეზია, ლაზური… ასე რომ, ქართული პოეზიის ანთოლოგია იქნება აკადემიური გამოცემა _ სავსე სიახლეებით. ვაპირებთ, აგრეთვე, მსოფლიო პოეზიის ანთოლოგიის გამოცემასაც, რაც კი რამ ქართულად არის ნათარგმნი, ყველაფერი შევა ამ წიგნში. პროექტი გაზაფხულზე დასრულდება.

დასასრულ, მინდა მადლობა გადავუხადო იმ ღვთისნიერ ადამიანებს, რომლებიც წიგნის დაბეჭდვაში დაგვეხმარნენ! ეს ადამიანები არიან საზღვარგარეთ მცხოვრები ბიზნესმენი ომარ ღურწკაია, რომელიც ზუგდიდში ღვთისმშობლის ტაძარს აშენებს, და სულხან პაპაშვილი, რომელიც თავიდანვე ჩაერთო ჩვენს პროექტში. არ ვიცი, შეძლებენ თუ არა ისინი შემდგომში ჩვენს დახმარებას, მაგრამ დიდი მადლობა მათ იმისთვის, რაც ამ კეთილშობილური საქმისთვის გააკეთეს. მათი დიდი დამსახურებაა, “მეგრული პოეზიის ანთოლოგია” ასეთი უნიკალური გამოცემა რომაა.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here