Home რუბრიკები საზოგადოება ზუგდიდში თანამდებობებზე ნათესაური ნიშნით არაპროფესიონალები ინიშნებიან

ზუგდიდში თანამდებობებზე ნათესაური ნიშნით არაპროფესიონალები ინიშნებიან

GEWORLD.GE:
როგორც “საქართველო და მსოფლიოს” ზუგდიდის საკრებულოს წევრმა “თავისუფალი დემოკრატებიდან”, გია ალასანიამ განუცხადა, ზუგდიდში თანამდებობებზე პიროვნებები ნათესაური ნიშნით ინიშნებიან, “მაშინ, როდესაც პროფესიონალი კადრები უმუშევარია”.

პარლამენტის წვრის _ ლაშა დამენიას სიმამრი გონელი ყოლბაია დაინიშნა სპორტული განვითარების ცენტრის მთავარ სპეციალიტად. მას არც განათლებით, არც წარსული საქმიანობით არანაირი კავშირი არ ჰქონია სპორტთან.  ამავე ცენტრში მთავარ სპეციალიტად მოხვდა, ასევე, მუსიკოსი ხათუნა ჩიტაია. ზუგდიდის გამგებლის მოადგილემ რუსლან კილასონიამ კი თავისი მეუღლე ზუგდიდის გამგეობის სამხედრო განყოფილებაში დაანიშნინა წამყვან სპეციალისტად. რა ნიშნით დანიშნეს ამ თანამდებობაზე ეს ქალბატონი, უცნობია, მაშინ, როდესაც ათასობით ჩვენი თანამოქალაქე თურქეთშია გადახვეწილი თხილის მოსავლის აღების სამუშაოებზე. “საკრებულოს სოციალური, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომლის წევრიც მე გახლავარ, ღიად განვაცხადე ამის შესახებ. ნაცვლად იმისა, რომ ჩემთვის ობიექტური პასუხი გაეცათ, უმრავლესობის წარმომადგენლებმა ადამიანთა უფლებების შელახვაში დამდეს ბრალი,” _ აღნიშნა გია ალასანიამ.
ლადო ქირია, ზუგდიდი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here