ქრისტიანული ფასეულობებისა და ღირებულებების უარყოფით კაცობრიობა უფსქკრულისკენ მიემართება, ამას მოწმობს ორიოდე თვის წინათ ლონდონის ერთ–ერთ ტაძარში გამართული ე.წ. მოდის კვირეული, რომელსაც თავისუფლად შეიძლწბა ეწოდოს სატანიზმის ზეიმი.
ლონდონის მოდის კვირეულზე თურქმა დიზაინერმა დილარა ფინდიკოღლუმ წარმოადგინა თავისი კოლექცია გაზაფხული-ზაფხული _ 2018, და ეს იყო ნამდვილი სატანისტური “შავი მესა”. ღონისძიება ოკულტური და სატანური სიმბოლიკის თანხლებით ჩატარდა ლონდონის წმ. ანდრია მოციქულის სახელობის ტაძარში და უკვე დაუფარავად შეაჯამა ყოველივე, რაც სინამდვილეში ხდება მოდის სამყაროში და არამხოლოდ მოდის სამყაროში, არამედ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.
მართალია, დილარა ფინდიკოღლუ “მოდის სამყაროში მეამბოხედ” ითვლება, ის მაინც სრულიად შეესაბამება დარგის ფილოსოფიას. ის მეამბოხე არ არის, აკეთებს იმას, რასაც მისგან ელიან “ისინი”.
ამავე მიზეზით, ისეთი სახელგანთქმული პიროვნებები, როგორებიც არიან რიანა, ეფ-კი-ეი ტვიგსი და გრაიმსი ფინდიკოღლუს შექმნილ სამოსს ატარებენ.
პოდიუმზე გამოდის ბრუკ ქენდი. ამ ღონისძიებისთვის ეკლესია ოკულტურ ტაძრად, უფრო სწორად, მასონურ ლოჟად გადააქციეს.
ფონი _ ეს, ძირითადად, მასონური სიმბოლოების ნარევია. ყოველ მხარეს განთავსებულია მასონური ორმაგი ბოძები. ბოძებს შორის არის ასო G გადმობრუნებული პენტაგრამით. მის ქვეშ, ჰექსაგრამაში ყოვლისმხედველი თვალია, მოთავსებული. იქვეა მასონური კვადრატი და კომპასი. ამ მასონურ ნაზავს ამთავრებს პოდიუმი, რომელიც ჭადრაკივით არის მოხატული. ეს კლასიკური მასონური სურათია.
ამ ძლიერ ოკულტურ კონტექსტში მოდელები ჩაცმულნი და მორთულნი იყვნენ უამრავი სიმბოლოთი. რა თქმა უნდა, ეს უნდა შეხამებოდა დღის მიმდინარე წესრიგს: ანდროგინულობა და გენდერული როლების აღრევა.
ლუციფერის სიგილიუმი.
განსაკუთრებული სიგილიუმი მოდელის შუბლზე მოგვაგონებს ლუციფერის სიგილიუმს. კულონი, რომელიც შეიცავს ლუციფერის სიგილიუმს (ასევე ცნობილია, როგორც სატანის ბეჭედი).
მოკლედ, ეს მოდელი არის “სატანის პატარძალი”.
ეს მოდელი გამოწყობილია პატარძლის კაბაში, მის სახეზე კი გამოსახულია სიგილიუმი.
სიგილიუმი _ ეს არის სიმბოლო (ან რამდენიმე კონკრეტული სიმბოლოსა თუ გეომეტრიული ფიგურის კომბინაცია), რომელსაც აქვს მაგიური ძალა. სიგილიუმს სულების ან დემონების გამოსაწვევად და სამართავად იყენებდნენ მოგვები, ალქიმიკოსები და შუასაუკუნეების სხვა “მეცნიერები”. ყველაზე ცნობილი სიგილიუმები წარმოდგენილია მაგიურ და ალქიმიურ წიგნებში (ძირითადად _ დემონოლოგიაში): “მეფე სოლომონის მცირე გასაღები”, “მოსეს მე-6 და მე-7 წიგნის ბეჭდები”, “შავი და თეთრი მაგიის სიგილიუმები” და სხვ., ყველაზე ცნობილი სიგილიუმი კი არის პენტაგრამა.
ამ მოდელს აცვია რიტუალური წითელი კაბა დიდი პენტაგრამით, რომელიც მის სახეზეა გამოსახული.
ეს მოდელი, რომელიც სატანის რქების წყვილით არის “დამშვენებული”, ტაძარში საზეიმოდ მოაბიჯებს. გარდა ამისა, ამ მოდელის სახეზეც სიგილიუმია გამოსახული.
ამ ბიჭ–ვამპირს სიგილიუმი გამოსახული აქვს შუბლზე. მის მოსასხამზე კი ვხედავთ დაცემულ ანგელოზს.
დაცემული ანგელოზების სიმბოლო, უპირველეს ყოვლისა, ლუციფერზე მიანიშნებს.
ვიოლეტ ჩაჩკი _ ამერიკელი ტრანსვესტიტი დრაკონის წითელ მორთულობაში … და ეშმაკის რქებით. და ეს ყველაფერი ხდება ეკლესიაში.
მესას ასრულებენ რომის კათოლიკურ ეკლესიაში, ხოლო შავ მესას _ სატანურში. სატანური შავი მესა გამოირჩევა ქრისტიანული ობიექტების შებილწვით სატანური მიზნით. ის ფაქტი, რომ მოდელები ეკლესიაში დასეირნობენ და ეშმაკის რქებსა და სიგილიუმებს ატარებენ, სწორედ შავი მესის კონცეფციაა.
ამიტომაცაა მცირე რაოდენობის აპოკალიფსები…და არც დიდი აპოკალიფსია შორს..დროზეეე რომ წალეკოს ეს უმსგავსობებიი…
რატომ თავზე არ ჩამოექცათ ეგ ეკლესია ან ფეხქვეშ არ გამოეცალათ მიწა! მეტი რაღა უნდა მოხდეს, რომ აღიგავოს ეს ქვეყანა პირისაგან მიწისა!!!
ეკლესიამ ეს როგორ დაუშვა?? ამიხსნის ვინმე ამას?
ეს რა ხდება სადაა მორწმუნე ადამიანები…რატომ დაუშვეს ასეთი განუკითხაობა ან სხვაგან არიყო ადგილი სადაც ეს სატანები იქნებოდნენ… ამოწყდნენ სულ ერთიანად ყველა სატანის მიმდევრები. დედამიწაზე არ უნდა იყოს მათი ადგილი
Xalxma ratom ar hakola eseni?