Home რუბრიკები პოლიტიკა გავყიდი მამულს, ვიყიდი “ჯაველინს”…

გავყიდი მამულს, ვიყიდი “ჯაველინს”…

ჯაველინი

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში განსახილველად შეიტანა 2018 წლის ბიუჯეტი და, ახალი ბიუჯეტის მიხედვით, რამდენიმე სამინისტროს დაფინანსება შეუმცირდებათ. სეკვესტრირებულთა შორის მოხვდა თავდაცვის სამინისტროც, რომელსაც თითქმის 70 მილიონი ლარი ჩამოაჭრეს.

შედეგად, სამინისტროში მომუშავე ადამიანებს ხელფასები უკვე დააკლეს, ანუ ის კი არ უთხრეს, ახალი წლიდან დაგაკლდებათო, უკვე შეუმცირეს და, რაც მთავარია, ეს მხოლოდ ქვედა ეშელონს შეეხო, ზედა ეშელონმა კი არაფერი დაიკლო. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში თანამშრომლები დაუფარავად საუბრობენ და უკმაყოფილებას გამოხატავენ, მაგრამ ხელმძღვანელობის პასუხივისაც არ უნდა, წავიდესმათ უკმაყოფილებას ანეიტრალებს.

ბიუჯეტის შემცირების ფონზე, თავდაცვის სამინისტროს, წესით, სხვა ხარჯებიც უნდა შეემცირებინა, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად გაირკვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან 75 მილიონი დოლარის, ანუ დაახლოებით 20 მილიონი ლარის “ჯაველინებს” ყიდულობს. “ჯაველინი” ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარია, რომელიც დღეს მსოფლიოში ყველაზე თანამედროვედ ითვლება. მეტიც, სამხედრო ექსპერტები აღიარებენ, რომ “ჯაველინის” მოხვედრის შემთხვევაში, არც ერთ ჯავშანტექნიკას გადარჩენის შანსი არ აქვს. ჰოდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის 400 “ჯაველინისა” და ამ სარაკეტო კომპლექსის 70 გამშვები აგრეგატის მიყიდვის თაობაზე თანხმობა განაცხადა. ამას გარდა, ისიც გვითხრეს, რომ, 400 საბრძოლო რაკეტის გარდა, მოგვყიდიან სავარჯიშო რაკეტებსაც, რომლებზეც ქართველი ჯარისკაცები ისწავლიან, როგორ გამოიყენონ საბრძოლო “ჯაველინები”.

ამ შემთხვევაში აშკარად არ გამოგვადგება საყოველთაოდ ცნობილი ფრაზა: “გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის”. ქართულ მხარეს კი უხარია, ეს გარიგება რომ შედგა, მაგრამ… მოდი, ჯერ ის გავიგოთ, რას ამბობს აღნიშნულ გარიგებაზე თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი:

“ის, რაც დღეს ყველამ გავიგონეთ, არის აღიარება ორ ქვეყნას შორის პარტნიორობის, მოკავშირეობის. ამ სიტყვას ვიყენებ მას შემდეგ, რაც აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა რამდენჯერმე ახსენა ის საქართველოში ვიზიტის დროს. ეს არის მართლაც ახალი სიტყვა საქართველოს თავდაცვის სფეროში. “ჯაველინი” არის თანამედროვე, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ტანკსაწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ჩვენს ჯარს ძალიან სჭირდება და, რაც მთავარია, ეს არის ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ ჰაერსაწინააღმდგო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები არის ხერხემალი ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და, პირველ რიგში, მივესალმო აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. კიდევ ერთხელ დავუბრუნდები იმ სიტყვებს, რომლებიც საქართველოში ვიზიტის დროს ვიცეპრეზიდენტმა თქვა _ მან საქართველოს მოკავშირე უწოდა, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პარტნიორობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, არამედ ჩვენი ქვეყნის, როგორც მისი თანასწორის, სანდოს, აღიარებას ნიშნავს, რაც, საერთო ჯამში, აისახება სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაშიც. როდესაც აშშ გაღიარებს ძალიან ცივილურ მოთამაშედ და გენდობა, ეს ბევრ სფეროზე არაპირდაპირ ზეგავლენას მოახდენს…”

ეს იმას ნიშნავს, რომ, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლება თანხმდება: საქართველომ სწორი ნაბიჯი გადადგა და თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად 75 მილიონი დოლარი გაისროლა. ამ გარიგებამ დიდი გაუგებრობა გამოიწვია ჩვენს კიდევ ერთ მეგობარ ქვეყანა უკრაინაში. საქმე ის არის, რომ უკრაინა თავგამოდებით სთხოვდა ამერიკას “ჯაველინებს” და ფულსაც იხდიდა, მაგრამ, როგორც ჩანს, უკრაინელების ფულს სუნი აქვს და ამერიკელებმა პეტრე პოროშენკოს კატეგორიული უარი უთხრეს. ეს იმის მიუხედავად, რომ პოროშენკო თავის დროზე სწორედ “ჯაველინების” გამო ჩავიდა ამერიკაში, არაფერი გამოუვიდა. და ყველასთვის მოულოდნელად, შტატებმაჯაველინებიჩვენ მოგვყიდა. ახლა იმის თქმა, რომ ამერიკაში ლევან იზორიას ვიზიტმა გადაწყვიტა ეს საკითხი, უბრალოდ, სისულელეა. არ არის იზორია ის ფიგურა, ეს საკითხი ერთი ვიზიტით გადაეწყვიტა

2008 წლის ომის დროს საქართველოში ამერიკული ტანკერი რომ შემოვიდა, ყველას ეგონა, “სტრატეგიული მოკავშირე” იარაღს შემოიტანდა, მაგრამ ამერიკამ მაშინ ჩვენთვის მხოლოდ პამპერსი და წყალი გაიმეტა. სავარაუდოდ, წყალი გულწასულთა მოსაბრუნებლად, პამპერსი _ შეშინებულებისთვის, მაგრამ, თუ ვინმე იყო იმხანად შეშინებული და მოსაბრუნებელი, მხოლოდ ამერიკა, რადგან ჯერ აღტკინებული, მერე კი ჩასვრილი სააკაშვილი გაიძახოდა: ძია სემ, მიშველე, ხომ დამპირდიო. და ახლა, როცა ყველა საუბრობს იმაზე, რომ რუსეთთან მოლაპარაკება აუცილებელია, რომ შესაძლებელია, ვისაუბროთ ჯერ უვიზო მიმოსვლაზე, შემდეგ _ ტერიტორიებზე, ამერიკაჯაველინებსგვტენის, სწორედ გვტენის, რადგან არც ხელისუფლებას და არც კონკრეტულად თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული რაკეტების შეძენა გეგმაში არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტში განსახილველად შეტანილ 2018 წლის ბიუჯეტში ამ უწყებას 70 მილიონს არ ჩამოაჭრიდნენ. ახლა კი სასწრაფოდაა მოსაძებნი 200 მილიონი იმისთვის, რომ ამერიკის შეთავაზება არ უარვყოთ და “სტრატეგიული პარტნიორი” არ გავაბრაზოთ. ისიც კი ითქვა, რუსები საქართველოში ვეღარ შემოვლენ, რადგან ეცოდინებათ, რომ “ჯაველინები” გვაქვსო. ცოტა არ იყოს, აბსურდული ჩანს ეს ყველაფერი, რადგან, ღმერთმა არ ქნას და, ომი რომ დაიწყოს, ასპროცენტიანი სიზუსტით რომ ვისროლოთ, 400 “ჯაველინიამდენივე ტანკია და, ვისაც ჰგონია, რომ რუსებს მხოლოდ 400 ტანკი ჰყავს

რეალურად, ვერავინ ამბობს, რისთვის გვჭირდება სარაკეტო დანადგარები და მხოლოდ იმას გაიძახიან, ამით ჩვენი თავდაცვისუნარიანობა გაიზრდებაო. არადა, მაგალითად, წელს, შარშან, შარშანწინ და შარშანწინისწინ არ გვქონდაჯაველინები”, მაგრამ არავის უთქვამს: სარაკეტო დანადგარები რომ არ გვაქვს, დაუცველები ვართო. რაღა თქმა უნდა, “ჯაველინების” თემამ ჩააფიქრა ჩრდილოელი მეზობელიც, რადგან რუსებმა ნამდვილად არ იციან, რა შეიძლება მოიმოქმედოს ამერიკამ. სწორედ ამერიკამ, რადგან, ამერიკის ელჩის ნებართვის გარეშე, საქართველოს ხელისუფლება საჭმელსაც არ ჭამს და ამას არც უარყოფს. ის, რომ ამერიკა უკანასკნელ ქართველამდე იბრძოლებს რუსეთთან, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უკვე ითქვა, მაგრამ ასე ღია იერიშზე გადასვლა მართლაც დამაფიქრებელია. სწორედ რომ იერიშზე, რადგან სარაკეტო დანადგარებს ტყუილად არავინ ყიდულობს. უფრო შორს რომ წავიდეთ და დავფიქრდეთ, რეალურად რისთვის გვჭირდება რაკეტები, მივხვდებით, რომ ისინი, უბრალოდ, არ გვჭირდება. დღევანდელობით თუ ვიმსჯელებთ, ომის დაწყებას არ ვაპირებთ, საერთაშორისო მისიებში ნატოს იარაღით ვიბრძვით და რა დარჩა? გვაქვს იმის ფუფუნება, რომ 75 მილიონი დოლარი სწორედ ახლა გადავაგდოთ რაკეტებში, რომლებიც არ გვჭირდება? უფრო სწორად, ჩვენ გვგონია, რომ არ გვჭირდება, მაგრამ დიდი შანსია, ამერიკას ჰგონია, რომ ძალიან გვჭირდება და, თუ ასეა, მაშინ განწირულები ვართ. განწირულები ვართ იმისთვის, რომ მორიგ პროვოკაციას წამოვეგოთ, იარაღი ავისხათ დაჯაველინებითშეგულიანებულებმაკონსტიტუციური წესრიგიაღვადგინოთ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, რასაც იმაზე გაცილებით უარესი შედეგი მოჰყვება, ვიდრე 2008 წელს გვქონდა

და მაინც, ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ “ჯაველინის” სისტემა არის ჭკვიანი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა. გასროლა რაკეტის ერთსა და იმავე დასამიზნებელ სისტემაზე დამაგრებით ხდება. დასამიზნებელი სისტემა მუშაობს არა უბრალოდ, ოპტიკურ მოწყობილობაში გახედვით, არამედ, სპეციალური ვიდეოსისტემით, რომელსაც თერმული ხედვის რეჟიმიც აქვს. დასამიზნებლად არ არის საჭირო, ოპერატორმა მიზანს ზედმიწევნით ზუსტად დაამთხვიოს რაიმე ნიშნული ეკრანზე. საკმარისია, კამერაში დაინახოს მიზანი და მონიშნოს. ამის შემდეგ მიზანი რაკეტას გადაეცემა და ობიექტს თვითონ უმიზნებს საკუთარ თავს. გასროლის შემდეგ რაკეტა ავტონომიურად, საკუთარი თერმული და ვიდეოკამერებით მიფრინავს მიზნისკენ. შედეგად, მსროლელს შეუძლია გასროლისთანავე დაიმალოს და აღარ წარმოადგენდეს მიზანს მოწინააღმდეგისთვის. “ჯაველინს” აქვს პირდაპირი სროლის რეჟიმიც, მაგრამ, ძირითადად, იგი ზემოდან შეტევის რეჟიმში გამოიყენება. ასეთი გასროლისას რაკეტა ჯერ ფრინდება ზევით, მიწიდან 50 მეტრ სიმაღლეზე, ამის შემდეგ კი მიფრინავს მიზნისკენ და ზემოდან ეცემა მას.

და, საერთოდაც, ის, რომჯაველინიკავკასიის რეგიონის ქვეყანას მოგვყიდა ამერიკამ, ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო ჩარევაა ამერიკის მხრიდან კავკასიის რეგიონის შეიარაღებაში. ოღონდ, ვისთვის იწერება ეს ისტორია, ძნელი სათქმელია. ეჭვი გვაქვს, რომ ამერიკა მართლა უკანასკნელ ქართველამდე აპირებს ბრძოლას რუსეთთან.

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. ამის ავტორი აზრზე არაა რას ნიშნავს შეკავების პოლიტიკა, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here