ქართველი სასულიერო პირების აშშ–ში მოულოდნელ ვიზიტზე, საპატრიარქოში შექმნილ ვითარებასა და არაკეთილსინდისიერ მღვდელმთავრებზე გვესაუბრება ყოფილი დისიდენტი, საეკლესიო მწერალი, ღმრთის მსახური მირონ (მერაბ) სულაქველიძე.
_ ღმრთის მსახურო მირონ, პატრიარქის მიერ მეუფე შიოს თანამესაყდრედ დასახელებისთანავე აშშ–ში ქართველ მღვდელმთავართა წარმომადგენლობითი დელეგაცია გაემგზავრა. ვაშინგტონში მათი ვიზიტის ოფიციალური მიზეზია საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და აშშ–ის საელჩოების, დემოკრატიისთვის აშშ–ის ნაციონალური ფონდისა (NED) და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ინიციატივა, რომ ქართველმა მღვდელმთავრებმა მონაწილეობა მიიღონ ინტერრელიგიურ კონფერენციაში. ვიზიტი 29 ნოემბრამდე გაგრძელდება. შემთხვევითია ამ ვიზიტის დროში დამთხვევა თანამოსაყდრის არჩევასთან?
_ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1990-იან წლებში სრულიად გაემიჯნა ე.წ. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს და სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობას და კონფენსიასთან დიალოგში არ მონაწილეობს. ჩვენი ეკლესია გაემიჯნა, აგრეთვე, მსოფლიო პატრიარქის “განმაახლებლურ” ინიციატივებს და არ მიიღო მონაწილეობა მის მიერ წლეულს მოწვეულ თავყრილობაში. ამიტომ სრულიად გაუგებარია, რა “კეთილ” ინიციატივას ითვალისწინებს არამართლმადიდებლურ, ინტერკონფესიურ კონფერენციაზე ჩვენი ეკლესიის წარმომადგენელთა დასწრება, მით უმეტეს, რომ ეს პოლიტიკური დატვირთვის მქონე თავყრილობა უცნაურად მიება საქართველოს პატრიარქის მოსაყდრის დადგინებას.
ჩვენი მღვდელმთავრები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გასაძლერებლად არ მიუწვევიათ ვაშინგტონში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ პროექტში სოროსის გეგმის განსახორციელებელი ინტერესებია ჩადებული და დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზე მდგომი საქართველოსთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა უმართებულოა.
_ რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს ვიზიტი? როგორც ცნობილია, ზემოჩამოთვლილი ორგანიზაციები არასდროს გამოირჩეოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი კეთილგანწყობით, პირიქით _ ებრძოდნენ ტრადიციულ ფასეულობებს, აქტიურად მონაწილეობდნენ ყველა ანტიმართლმადიდებლურ კამპანიაში და ახლაც დაუფარავად უჭერენ მხარს ე.წ. ლიბერალურ ფრთას, სოდომიის პროპაგანდასა და ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინებას.
_ ამ ორგანიზაციების მიერ არამართლმადიდებლურ კონფერენციაზე ქართველი მღვდელმთავრების მიწვევის ერთ–ერთი მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ მომავალში წმინდა სინოდის სხდომაზე საპატრიარქო კანდიდატებად წამოყენებული იყვნენ ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები.
_ ვამბობთ, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და უფლის დედა დაგვიფარავს, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ეს არც ისე იოლი წარმოსადგენია. თქვენ თუ ხედავთ ოპტიმიზმის საფუძველს, როცა ერის სიწმინდის სათავეში _ ეკლესიაშიც კი არ არის ყველაფერი მოგვარებული, საუკუნის დანაშაულად სახელდებული ე.წ. ციანიდის საქმეც არ არის გახსნილი და ერს თვალში ნაცარს აყრიან? მართალია, კათოლიკოს–პატრიარქის თანამოსაყდრედ არჩეული იქნა ახალგაზრდა და სუფთა მღვდელმთავარი, მაგრამ შეცვლის კი ეს მოვლენა სიტუაციას საპატრიარქოში, როდესაც არაერთი იერარქი შენიშნულია სხვადასხვა დარღვევაში და მათი სახელი სკანდალებთან არის დაკავშირებული?
_ დიახ, კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოს მეუფე შიოსთვის (მუჯირი) სულიერი პასუხისმგებლობის ამაღლება ღირსშესანიშნავი ფაქტი და მისასალმებელი მოვლენაა, მაგრამ მას აქედანვე მოუწევს ჯვრისმტვირთველობა…
“სურდეს _ ქრისტესავით ჯვარცმაც სურდეს”…
_ მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ამასწინათ განაცხადა, რომ “ციანიდის საქმე” შეთქმულებაა ეკლესიისა და ჩემ წინააღმდეგო…
_ მიტროპოლიტი დიმიტრი ოდითგანვე აიგივებდა თავს ეკლესიასა და საპატრიარქო ტახტის მემკვიდრესთან. სამწუხაროდ, სანამ ის საეკლესიო მმართველობასა თუ წმინდა სინოდში გავლენებით მანიპულირებას თავს არ დაანებებს, ვერც მეუფე შიო და ვერც სხვა იერარქები ვერ გაანელებენ “ციანიდის საქმეში” ამ მთავარი ეჭვმიტანილისა და მისი მიმდევრების ამბიციებსა თუ მატერიალისტურ მისწრაფებებს… მამონასა და წუთისოფლის ძალებზე ორიენტირებული ეს პიროვნება ჯერ მხოლოდ იმიტომაა ბორკილდასადები, რომ ოსმალეთის იმპერიის ბატონობისგან განმათავისუფლებელი ბრძოლის კვალი _ წმინდა ბარბარეს უნიკალური ეკლესიის ნასახიც კი მოსპო ბათუმის ყოფილი სამხედრო ლაზარეთის ტერიტორიიდან. მიტროპოლიტ დიმიტრის ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის განცდა და სინდისის ნატამალი რომ ჰქონდეს, მხოლოდ ამ ვანდალიზმისა და ისტორიის გაყალბების მცდელობის გამო თვითონვე უნდა დაედო საეპისკოპოსო კვერთხი, მაგრამ გიულენის ფონდიდან დაფინანსებული მისი ძმადნაფიცი ეპისკოპოსი სპირიდონივით იგი მოკვდება და ამას არ გააკეთებს.
ცნობილი საეკლესიო ისტორიკოსი გეტე წიგნში “მართლმადიდებლობის ძირითადი საკითხები” კონსტანტინოპოლის ორგზის საეკლესიო კრების XV კანონის პერიფრაზს ასე წარმოადგენს: “…მორწმუნე საერონი ქრისტეს მართლმადიდებელ ეკლესიაში ისეთივე არსებითსა და მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ, როგორც ეპისკოპოსნი… მორწმუნესაც აქვს უფლება, მონაწილეობდეს ჭეშმარიტი სარწმუნოების _ მართლმადიდებელი ქრისტიანობის დაცვასა და შენარჩუნებაში. მეტიც, ყველა მორწმუნე ვალდებულიცაა, თვით ეპისკოპოსი ამხილოს და დააყენოს, თუკი ის უღალატებს თავის მოვალეობას და მოინდომებს სიახლეთა შემომღები გახდეს”. ეკლესიაში სიახლეების დანერგვაში იგულისხმება, აგრეთვე, ე.წ. ახალი, საერო კალენდარი, რომელზე გადასვლის აქტიური მცდელობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-30-იანი წლებში იყო.
_ მიტროპოლიტი დიმიტრი საეკლესიო სტილის შეცვლის მომხრეა?
_ მომხრე კი არა, ამ საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორია. გარდა ამისა, მიტროპოლიტი დიმიტრი ცდილობდა, საქართველოს ეკლესიას ეცნო ე.წ. უკრაინის საპატრიარქო და მისი სქიზმატი მეთაური _ ფილარეტი. ამის მომლოდინე და ხელშემწყობია კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო, რომელიც “გაგებით” შეხვდებოდა ასეთ სიახლეს, ხოლო მოვლენის ასე განვითარება რუსეთის საპატრიარქოსა და სახელმწიფოსთან უკიდურესად დაგვაპირისპირებდა და აფხაზეთისა თუ ცხინვალის ეპარქიებსაც დაგვაკარგვინებდა.
_ რა სარგებელს ხედავს ასეთ გამთიშველ საქმიანობაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქო?
_ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, რომელიც სტამბოლის ტერიტორიაზეა, თურქეთის მთავრობის ზემოქმედებით, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში შეიცვალა საეკლესიო სტილი. ამის მიზანი იყო ის, რომ საბერძნეთსა და სხვაგან განხეთქილება წარმოქმნილიყო და მეზობელ ქვეყნებში ეკლესიის გავლენა დაესუსტებინა. საეკლესიო სტილის შეცვლით საბერძნეთის ეკლესიაში ისეთი განხეთქილება წარმოიქმნა, რომ, თითქმის საუკუნეა, იქ ოთხი სინოდი მოქმედებს… კონსტანტინოპოლის საპატრიარქო იყო და არის არაკანონიკური მიზნებისთვის საეკლესიო თავყრილობების ინიციატორი. შარშან, ბოლო ასეთი დიდი თავყრილობის მოწვევაზე მას თავაზიანად გამოუცხადეს ბოიკოტი წამყვანი მართლმადიდებლური ქვეყნების _ საქართველოსა და რუსეთის _ ეკლესიებმა. საგულისხმოა, რომ, პრაქტიკულად, საკუთარი მრევლისა და შემოსავლის არმქონე ეს პროვოკატორი საპატრიარქო დიდწილად თურქეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ის აქტიურად უჭერს მხარს იმას, რომ სხვა საპატრიარქოებმა ოფიციალურად ცნონ უკრაინის ე.წ. საპატრიარქო. მხარს უჭერს, აგრეთვე, აფხაზ სქიზმატებს და თეორიულად ცნობს კიდეც თვითმარქვიათა “აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიას”. საკუთარი ეპარქიების არმქონე ეს საპატრიარქო ავტოკეფალიური ეკლესიების “ჰაერით სუნთქავს” და განხეთქილების ჩამოგდებით, მართლმადიდებელი ქვეყნების დასუსტებაზეა ორიენტირებული. მოკლედ _ კონსტანტინეპოლის საპატრიარქო არის დიდი ხნის ნაღმი მართლმადიდებლობაში.
_ ეს თქვენი თვალსაზრისია თუ რეალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოგაქვთ დასკვნა?
_ უკრაინასთან ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვქონდა. მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა იქაც შეიტანა დესტაბილიზაცია, ურთიერთობები განელდა, მაგრამ არ გამქრალა და ის, რაც ჩვენ გვაწუხებს, უკრაინელთა საფიქრალიცაა. დესტრუქციულ ელემენტებსა და ნაცისტებს სურთ, დათვური სამსახური გაუწიონ უკრაინას _ განხეთქილება გამოიწვიონ ეკლესიაში და ქვეყანა დასავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინად გაყონ.
ამჟამად უკრაინაში 4 სქიზმატური “ეკლესიაა”, ხოლო განხეთქილება, რომელსაც მხარს უჭერს სააკაშვილის კლანი და კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო, კანონიკურად მოაზროვნეთა და უკრაინის მთლიანობისათვის მებრძოლთა თავსატეხია, ამიტომ ამ ჩვენი საერთო პრობლემის გულშემატკივრები არ გვივიწყებენ და ინფორმაციას გვაწვდიან.
_ კი მაგრამ, მიტროპოლიტი დიმიტრის დაინტერესება რა არის ასეთი ბაკქანალიის საფრთხის მიმართ?
_ არაერთხელ დამისაბუთებია მისი მატერიალისტური ორიენტაცია. საეკლესიო სტილის შეცვლასა და ე.წ. უკრაინის საპატრიარქოს აღიარების საქმეში ნაცისტური პოლიტიკა და დიდი ფული ტრიალებს. არაოფიციალურ მილიონერ დიმიტრი შიოლაშვილს კი მეტი ფული უნდა, თუმცა, მომავლის ელემენტარული ხედვა რომ ჰქონდეს, ერისა და ეკლესიის ინტერესებს არ გაცვლიდა თავისი ოჯახის მიწიერ ინტერესებში და ლიბერასტული ტენდენციების მომხრეც არ იქნებოდა. ფულისმაძიებლობამ გონების დაბინდვა იცის.
_ მიტროპოლიტი დიმიტრი ლიბერასტების მხარდამჭერიცაა?
_ დიმიტრი სიტყვით, გამოსვლებით არ იაშკარავებს თავს, მაგრამ მის მიერ გამოზრდილ-დამოძღვრილნი ახმოვანებენ “არაოფიციალური პატრიარქის” იდეებს: მაგალითად, ჩვენი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) თავის “ქადაგებაში” გამოეხმაურა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრის _ გურამ კაშიას მიერ სოდომური უზნეობის პროპაგანდას და იმის ნაცვლად, რომ დაეგმო “ყველაზე აღმაშფოთებელი” ცოდვა, “ქართული მარშის” მიმართ გაკეთებული განცხადებით თავისი თავი ჯოჯოხეთის ცეცხლს გადასცა. მიტროპოლიტი დიმიტრის სულიერ შვილს ქრისტიანობის სახელით არასდროს დაუგმია სოდომისტების აღლუმები, პერფორმანსები თუ გაუკუღმართების პროპაგანდა, ანტიქრისტიანობისა და უზნეობის კრიტიკა კი ქრისტეს შეურაცხყოფად გამოაცხადა. ყველა ლოგიკურად მოაზროვნე იფიქრებს, რომ ეს “ქრისტიანი” თვითონ არის ლგბტ თემის წარმომადგენელი, მისი “სულიერი მამა” კი _ ხელშემწყობი… რომელიმე მუსლიმურ ქვეყანაში რომ წარმოეთქვა რელიგიური თემის წარმომადგენელს მსგავსი სიბილწე, ალბათ, მასაც ჩაქოლავდნენ და მის “სულიერ” მამასაც. ჩვენი წინაპრები კი ამ განმაახლებლური “ქრისტიანობისთვის” ორივეს ანათემაზე გადასცემდნენ.
_ ეპისკოპოსი საბა მიტროპოლიტ დიმიტრის სულიერი შვილია?
_ 2009-დან 2014 წლის ივნისამდე დიმიტრი შიოლაშვილი ითავსებდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ქართველი მრევლის წინამძღოლობას, ანუ ის იყო მათი მღვდელმთავარი და ამწესებდა კიდეც იქ თავის მონა-მორჩილ სულიერ შვილებს მღვდელმოქმედებისა და ქადაგებისთვის. 2014 წლის ივნისიდან კი მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ეპარქია ეპისკოპოს საბას (ინწკირველს) გადააბარა.
ოფიციალურ წყაროში წერია: ლაშა ანდრიას ძე ინწკირველი დაიბადა 1981 წელს ოზურგეთის რაიონში. 2000 წელს დაამთავრა ბათუმის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია. 2001-2007 წლებში სწავლობდა ბელგრადის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის უნივერსიტეტში. საქართველოში დაბრუნდა 2008 წელს. “მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ის მორჩილად აკურთხა და ასევე დანიშნა ეპარქიის მდივნად”. ეს მორჩილი მდივანი “მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით” აღკვეცეს ბერად და ეწოდა საბა. “2009 წლის 5 ივლისს, მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ბერი აკურთხა ბერ-დიაკვნად”… 2010 წლის 26 ოქტომბერს “მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ის აკურთხა მღვდელ-მონაზვნად და ჩააბარა ჰანოვერის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერი და წმინდა გიორგის სახელობის სამრევლო პენსილვანიის შტატში… 2011 წლის 12 მაისს ეკლესიაში ერთგული მსახურებისთვის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მღვდელ-მონაზონ საბას მიანიჭა იღუმენობა. 2013 წელს მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ის დანიშნა ბრუკლინში ღვთისმშობლის შობის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვრად”. 2013 წელს მეუფე დიმიტრის მიერ გამორჩეული ეს პიროვნება აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში, ხოლო “2014 წლის 3 ივნისს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით არქიმანდრიტი საბა გამორჩეულ იქნა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად”…
“არაოფიციალური პატრიარქის”, მიტროპოლიტ დიმიტრის სხვა “სულიერი შვილებიც” დიდად არ განსხვავდებიან ეპისკოპოს საბასგან. მაგალითად, ამერიკის ეპარქიის არქიმანდრიტმა იოანე კავსაძემ ბერობაში ცოლად შეირთო მონაზონი, კაბა გაიხადა და ამით დაამთავრა თავისი “ბერ–მონაზვნური მოღვაწეობა”… ხოლო მიტროპოლიტ დიმიტრის კიდევ ერთმა “სულიერმა შვილმა”, გიულენის ფონდით მოსარგებლე და უამრავ სკანდალში გახვეულმა სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა, “ყველა სიკეთესთან ერთად”, საფლავებიდან გვამთა მთხრელი და გამომძალველი, გადამალულ გვამებში გამოსასყიდის მომთხოვნი იოანე კავსაძე სასულიერო სამოსით შემოსა და ეს თავზეხელაღებული კრიმინალი მხარში ამოიყენა.
ძველად მოზარდმაც კი იცოდა, რომ სოფელზე, ქალაქსა თუ ერზე ღმერთის მიერ მოვლენილი სტიქიონის მიზეზი ზნეობრივი დაცემის ფაქტებში უნდა ეძებნა. ჩვენ კი აღარც საკუთარ ცოდვათა მომკითხავნი ვართ და აღარც უმთავრეს დამრღვევთა თუ რჯულის, ეკლესიისა და ერის მოღალატეთა.
სწორედ ამის გამო ბატონი ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ბოლო დღეებში დარდიანად ამბობდა: “…სანამ ეკლესია არ მოწესრიგდება და სულიერება არ აღორძინდება, ჩვენს ერს ხსნა არ უწერია”.
_ ე. ი., გამოდის, რომ სამღვდელოებამ და მრევლმა აჭარის ამ სასულიერო მმართველს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს მზაკვრული სიახლეების შემოტანის მცდელობისთვისაც?
_ დიახ, “ციანიდის საქმე”, ახალმესტილეობა და ე.წ. უკრაინის პატრიარქის აღიარებით რუსეთის სამკვდრო-სასიცოცხლოდ ჩვენზე გადაკიდება განუყოფელი საკითხებია და ხელს აძლევს მიხეილ სააკაშვილს. ჩვენი მამამთავარი კი ამ მატერიალისტ მიტროპოლიტს ბევრ რამეში უშლიდა ხელს. მიტოპოლიტ დიმიტრის სამზარეულოს შესახებ რომ არაფერი მცოდნოდა, საეპარქიო საქმენიც თვალნათლივ ღაღადებს მის რაობაზე. ნათქვამია, საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო და, თუკი ის მართლაც ლოცულობს და მსხვერპლს იღებს მისგან ღმერთი, აჭარის ეპარქიის რეალობა საპირისპიროდ რატომ იცვლება? ბათუმში ახლა 23 მედრესეა, სრულიად აჭარაში კი _ ბევრი ჯამე და რადიკალი მუსლიმი.
_ რა უნდა მოიმოქმედოს მიტროპოლიტმა, რომ საქართველოს ამ მხარეში ვითარება ცოტაოდენ მაინც შეიცვალოს?
_ სანამ გვიანი არ არის, სჯობს, თვითონ დათმოს სამიტროპოლიტო პატივი და წუთისოფლის სიკეთენი. შემდეგ კი ამ რთული რეგიონისთვის უფრო შესაფერის მწყემსმთავარს ღმერთი გამოარჩევს.
_ ერთ–ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში მეუფე დიმიტრის მამის, ვიქტორ შიოლაშვილის, რამდენიმე “საშემოსავლო წყარო” დაასახელეთ. კიდევ ხომ არ არის ისეთი ფაქტები, რომლებიც საპატრიარქოს ფონდთან მის კავშირს ასახავს?
_ მიტროპოლიტ დიმიტრის “საგმირო” სამეურნეო საქმიანობაზე არაერთხელ მილაპარაკია… ჩვენს მამამთავარს ძალიან უყვარს ბუნება, ცხენი და ვიქტორ შიოლაშვილი ამითაც კი სარგებლობდა. მან 1984 წელს ჩრდილოკავკასიიდან ძმისთვის ჩამოიყვანა ძალიან ლამაზი აღნაგობის ცხენი, რომელიც მარტყოფის საპატრიარქო რეზიდენციის ბინადარი გახდა. ვიქტორი “იფიცებოდა”, 30 000 დოლარი მაქვს ამ ცხენში გადახდილიო. სხვები კი ამ “ფასს” ძალიან საეჭვოდ მიიჩნევდნენ… ორი წლის შემდგომ კი ვიქტორმა ისეთ ფასად შეიძინა ორი სპეცდანიშნულების ავტომანქანა “ჩაიკა”, რომ საპატრიარქოს მძღოლები და ბუღალტრები ამბობდნენ: ამ ფასად 4-5 ასეთ მანქანას იყიდდა კაციო… გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს საპატრიარქოს ამ “ერთგულმა” მნემ მოვალეობები თავის დას, დედა ნატალიას, გადააბარა და ახლა ის არის საქართველოს საპატრიარქოს ქონების განმკარგავი…
ანალოგიური “წესით” ხდებოდა, აგრეთვე, საპატრიარქოს ძველი თუ ახალი რეზიდენციებისთვის მატერიალური ფასეულობებისა თუ ხატების შეძენა სამეურნეო განყოფილების ამ უფროსისგან. ზოგიერთი რამ შეძენის შემდეგ უკვალოდ ქრებოდა. მეტი რაღა მოგახსენოთ, სიწმიდეთმკრეხელობასთან გათანაბრებულ მის ქმედებებზე? ეს ადამიანი ამ თანხებით ნოდარ შიოლაშვილის, ამჟამად მიტროპოლიტ დიმიტრის, სულიერ მომავალზე კი არა, წუთისოფლის ძალებთან მის “დამეგობრებასა” და უმაღლეს სასულიერო “კარიერაზე” ზრუნავდა… თუმცა, თუ ჩაბრძანდებით მცხეთაში და გამვლელ–გამომვლელს გამოელაპარაკებით, დარწმუნდებით, რომ არამხოლოდ “არაოფიციალური პატრიარქი” თუ “რუხი კარდინალი” იყო ვიქტორ შიოლაშვილი, არამედ მცხეთის “უცვლელი მოურავი” და “მამასახლისიც”.
ამ სუბიექტზე საუბრის გაგრძელების სურვილი აღარ მაქვს. ახლა მთავარი ის არის, რომ ამიერიდან აღარავინ მიაყენოს ზიანი დედაეკლესიასა და ჩვენს ქვეყანას…
1991 წლის გაზაფხულზე ჩემ მიერ გამოცემულ “ლაზარეს აღდგინება”-ში 100 გვერდი კანონიკურ საკითხებსა და კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიაქრის მხილებას ეხებოდა ათონელ ბერთა მიერ. სწორედ ათონელთა მართლმადიდებლური პოზიცია რომ არ მოეწონა ქაშუეთის ეკლესიის ერთ ახალგაზრდა გავლენიან მღვდელმოქმედს, რომელმაც საბჭოთა მილიციიდან სპეციალური განათლების გარეშე დაიწყო “სასულიერო აღმასვლა”, მესანთლეს ტაძრის იატაკზე მიმოუფანტა ამ ალმანახის შეკვრა და მრევლის გასაგონად გაიძახოდა: “ამას როგორ ყიდი აქ?”… ეროვნული მოძრაობის ახალგაზრდებმა სასწრაფოდ შემატყობინეს ეს ამბავი. ხოლო, როცა ეზოში გამოიყვანეს და ჰკითხეს, ეს რატომ ჩაიდინეო, რაღაც ჩაილუღლუღა. მაშინ წვერით დათრევას ისევ მე გადავარჩინე. მას ქაშუეთის ეკლესიაში იარაღის დასაწყობებისთვისაც ემუქრებოდნენ, მაგრამ ხომ იცით, ქართველი მიმტევებელია და ამიტომ ამ სასულიერო პირმაც დაივიწყა, რატომ და რისთვის ემუქრებოდა ერთ დროს ხალხი…
_ სად არის გამოსავალი?
_ “ციანიდის საქმის” “დაგვირგვინების” წელს მინდა, გამოვთქვა წმინდა სინოდისადმი გულმხურვალე რჩევა იმისა, რომ შეიკრიბონ და ყველა ცოდვისათვის მოსთხოვონ პასუხი მიტროპოლიტ დიმიტრის. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტყვიერ მხილებასთან ერთად აქტიურ ქმედებებზეც გადავალთ _ სირცხვილის დერეფანს მოვაწყობთ და ისე დავარისხებთ ზარებს საუფლო საგანძურში ხელის ფათურის მოყვარულთა თავზე, რომ ხალხმა შეიძლება რეზიდენციაში არ შეუშვას ისინი…
ესაუბრა
ნიკა გელაშვილი
ცრუობ ან ცდები პატივცემულო მამაო, საქ საპატრიარქო ედუარდას ბრძანებით გამოვიხა ემს საბჭოდან 198 წელს,და ემს საბჭოს ბოდიში მოუხადა, ეკლესია გვეხლიჩება და დროებით გტოვებჸო, 2002წელს პროზელიტიზმის გაუქმებას ხელი მოაწერეს,და დღემდე ეკუმენისტებს იხსენიებენ წირვაში, ასე რომ საქ საპატრიარქო არის ეკუმენისტური აღმსარებლობის,მათ არც კომუნისტურ სერგიანული უღმერთო ეკლესიოლოგია არ დაუგმიათ და აე შეუნანიათ!!!