Home რუბრიკები საზოგადოება ბექა ვარდოსანიძე: ეკლესიის სახელის ნაწილობრივ დისკრედიტაციაში ძალიან დიდია ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” წვლილი

ბექა ვარდოსანიძე: ეკლესიის სახელის ნაწილობრივ დისკრედიტაციაში ძალიან დიდია ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” წვლილი

რა წერია სოროსის ფონდის ანგარიშსა და განვითარების სტრატეგიაში

ბექა ვარდოსანიძე

მოძრაობაქართული მარშისსაინიციატივო ჯგუფის წევრი ბექა ვარდოსანიძესაქართველო და მსოფლიოსიმ დოკუმენტზე ესაუბრება, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, სოროსის ფონდღია საზოგადოებისვებგვერდის ჰაკერული გზით გატეხვის შემდეგ გასაჯაროვდა.

_ ბატონო ბექა, რა შინაარსისაა დოკუმენტი, რომელიც სოროსის ფონდის საიტის ჰაკერული თავდასხმის შედეგად გასაჯაროვდა?

_ 2016 წლის აგვისტოში საერთაშორისო ჰაკერთა ჯგუფ “დისილიქსის” თავდასხმის შედეგად გამომზეურდა სოროსის ორგანიზაცია “ღია საზოგადოების” დოკუმენტები, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში არჩევნების მანიპულირებას და სხვა საკითხებს ეხებოდა. ამ დოკუმენტებში აღმოჩნდა სოროსის ფონდის საქართველოს ფილიალის ფონდღია საზოგადოებასაქართველოსანგარიში და განვითარების სტრატეგია 2014-2017 წლებისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყველა წამყვანმა მედიასაშუალებამ დამალა ინფორმაცია იმის შესახებაც კი, რომ სოროსის ფონდის საიტზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ამის თაობაზე სოციალური ქსელიდან შევიტყვეთ, შემდეგ დავიწყეთ დოკუმენტის მოძიება და ვნახეთ კიდეც. ტექსტი ინგლისურ ენაზეა და მასში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საუბარია “ვარდების რევოლუციაზეც”: ფონდმაღია საზოგადოებასაქართველომთავიდანვე მოახერხა, საფუძვლიანი გავლენა მოეხდინა საქართველოს პოლიტიკურ და სამოქალაქო ცხოვრებაზე, რაც აისახა 2003 წლისვარდების რევოლუციისმოვლენებში. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იკვებებოდა და მხარდაჭერილი იყო ფონდღია საზოგადოება _საქართველოსმიერ, რომლებმაც მთავარი როლი ითამაშეს პროტესტის მშვიდობიან გამოხატვაში, რის შედეგადაც დასრულდა ედუარდ შევარდნაძის მმართველობა და ხელისუფლება გადაეცა მიხეილ სააკაშვილსა დანაციონალურ მოძრაობას”. ფონდღია საზოგადოება _საქართველოსბევრმა თანამშრომელმა დაიკავა თანამდებობა ახალ ხელისუფლებაში”.

_ ფიქრობთ, რომ ამ ანგარიშით სოროსის ფონდმა, ასე ვთქვათ, მის საჭიროებას გაუსვა ხაზი?

_ ეს არის საქართველოს ფილიალის წარმატებულ მუშაობაზე ხაზგასმა და, რა თქმა უნდა, ამ ანგარიშის ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ გამართლებული იყოს ამ ფილიალის არსებობა, შედეგად _ მიიღონ დაფინანსება სოროსისგან. წარმატებით შესრულებულ სამუშაოებზე ლაპარაკს მოჰყვება გეგმა იმის შესახებ, რა არის საქართველოში გასაკეთებელი. მაგალითად: ფონდი ღია საზოგადოებასაქართველოჟურნალისტური სტანდარტების ამაღლებითა და მედიასაშუალებების განათლების გაუმჯობესებით განაგრძობს ყურადღების კონცენტრირებას საზოგადოებრივი ინტერესის მედიაზე. “ფონდი ღია საზოგადოებასაქართველოგააგრძელებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხარდაჭრას, ორგანიზაციისა, რომელიც აერთიანებს 250 ჟურნალისტს. ამჟამად ეს ორგანიზაცია განიხილება, როგორც რეპუტაციის მქონე ერთადერთი ორგანიზაცია საქართველოში”, _ ნათქვამია დოკუმენტში. ასევე: განათლების ღია დემოკრატიული და ინკლუზიური უმაღლესი განათლების სისტემა ეხმარება საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეებს მრავალფეროვნებების პატივისცემის გათვიცნობიერებაში და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში, რაც მათ დაიცავს ულტრაკონსერვატიული და ნაციონალისტური ზეგავლენისგან”. საუბარია, აგრეთვე, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებაზე და დოკუმენტში წერია, რომ ფონდმა მოახდინა გავლენა ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე. ისევ მოვიყვან ციტატას დოკუმენტიდან: კოალიციის უმრავლესობას, რომელიც ამჟამად ქვეყანას მართავს, შეადგენს ლიბერალური და კონსერვატიული ძალების ნარევი, რომელსაც არ აქვს ნათელი ხედვა, ლიდერშიპის ეს მერყეობა აჩენს შესაძლებლობას, რომ ახლო მომავალში ხელისუფლებაში მოვიდნენ კიდევ უფრო მეტად კონსერვატიული ძალები. საზოგადოების უკმაყოფილება იზრდება სამართლიანობის აღდგენის მოლოდინის ფონზე…. ფართო საზოგადოებაში დასავლეთის თანადგომაში იმედგაცრუება წარმოშობს ანტილიბერალურ განწყობებს და ანტიდასავლურ სენტიმენტებს, რაც მხარდაჭერილია საკუთარ პოზიციაზე მყარად მდგომი ეკლესიის მიერ”.

_ რა გინდათ, ამით თქვათ: ის, რაც დღეს ეკლესიის გარშემო ხდება, სოროსის ფონდის გეგმის ნაწილია? ეკლესიის დისკრედიტაცი მცდელობას ვგულისხმობ

_ რა თქმა უნდა, და ამაში ეჭვი, ალბათ, არავის ეპარება. ეკლესიის სახელის ნაწილობრივ დისკრედიტაციაში ძალიან დიდია ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” წვლილი… ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო: როდესაც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელსაც სურდა, გაეუქმებინა ჯორჯ სოროსის მიერ ბუდაპეშტში დაფუძნებული ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, მას სოროსის მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობოებმა საპროტესტო აქცია მოუწყვეს მხოლოდ იმიტომ, რომ გაბედა და სოროსის მიერ დაფინანსებული უნივერსიტეტის დახურვის სურვილი გამოთქვა. სხვათა შორის, სოროსის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, ხოლო პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარე არის კაცი, რომელიც ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” თანამშრომელი იყო. ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარედ დასმიდან მეორე დღესვე ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” თავმჯდომარეს შეხვდა და ისაუბრეს იმაზე, რომ თურმე არასამთავრობოებთან უნდა გააღრმავონ თანამშრომლობა. ამიტომაც არიან კონსერვატიული იდეოლოგიის მქონე პოლიტიკოსები ულტრალიბერალებისა და სოროსელების ტყვეები, სწორედ მათ აქვთ გავლენა და ძალაუფლება ხელში ჩაგდებული. სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არც მედიაშია უკეთესი ვითარება.

_ რას ხედავთ ცუდს იმაში, რომ პარლამენტმა, გნებავთ, მთავრობამ არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობა გააღრმაოს?

_ რადგან ირაკლი კობახიძეზე ვსაუბრობდი, სათქმელს ბოლომდე გეტყვით. პარლამენტის თავმჯდომარემ რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე განაცხდა: ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები და მის არსებობამდე ამ საკითხს არ განვიხილავთო. როგორც ცნობილია, საქართველოს დაახლოებით მილიონი მოქალაქე ემიგრირებულია რუსეთში და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სულაც არ ადარდებს, შეძლებენ თუ არა ეს ადამიანები სამშობლოში თუნდაც წელიწადში ერთხელ ჩამოსვლას, გაუმარტივდებათ თუ არა მათ ამ მხრივ მდგომარება. გამოდის, რომ ის რუსეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს არ თვლის თანამოქალაქეებად, რომლებიც დაახლობით 370 მილიონ დოლარს გზავნიან ყოველწლიურად საქართველოში. ასეთივე შინაარსის იყო პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის, განცხადებაც ამავე საკითხზე. როდესაც ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაცია მოგვცა, ვიცესპიკერს ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა: “გამორიცხავთ, რომ ახლა რუსეთმაც მოგვცეს უვიზო მიმოსვლა?” მისი პასუხი იყო: “პროვოკაციებს ველოდებით, მთავარია, ქვეყანა არ მივიდეს ომის ზღვარზე და მშვიდად განვვითარდეთ ევროპული ენტეგრაციის გზაზე”. ამ განცხადებებიდანაც ჩანს, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება არ არის ხელისუფლების პრიორიტეტი. როდესაც ქვეყნიდან ამდენი მოქალაქეა წასული ხელისუფლებას არ ადარდებს მათი ყოფა, რა არის ეს, თუ არა საკუთარი მოქალაქეების უგულებელყოფა?! წარმოიდგინეთ, რუსეთიდან ფულადი გზავნილების შეწყვეტა რა შედეგს მოუტანს ქვეყანას. რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლებას ან ეშინია რუსეთში მცხოვრები მძლავრი დიასპორის, ან არ ანაღვლებს თანამოქალაქეების ბედი.

_ იქნებ მსგავსი განცხადებების გამო გიკიჟინებენქართული მარშს”, რომ რუსული ძალების მიერ ფინანსდებით?

_ ყველა თავმოყვარე ქვეყანა იცავს თავის კულტურასა და ფასეულობებს. მხოლოდ ერთ მაგალითს გეტყვით: პოლონეთში 200-ათასიანი ნაციონალისტური მარში ჩატარდა, მაგრამ საქართველოში ასეთ ინფორმაციას მალავენ. გერმანელ ჟურნალისტებს ევროკავშირმა გრანტი იმ პირობით გამოუყო, თუ მოაწერდნენ ხელს შეთანხმებაზე, რომლის თანახმად ევროკავშირს მხოლოდ დადებით კონტექსტში გააშუქებდნენ. ანალოგიური ვითარებაა საქართველოშიც. აკი დოკუმენტშიც არის ნახსენები საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა გააჩნიაო. ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია ინტენსიურად თანამშრომლობს “მედიის განვითარების ფონდთან”, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი თამარ კინწურაშვილი ხელმძღვანელობს. საზოგადოებას ემახსოვრება კინწურაშვილის ანტიეკლესიური გადაცემები, რომლებიც გადიოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. აი ამ “მედიის განვითარების” ფონდმა საჩივრით მიმართა ქარტიას კონკრეტული გამოცემების წინააღმდეგ და ბრალი დასდო მათ ქსენოფობიურ განცხადებებში მხოლოდ იმიტომ, რომ საკითხი საქართველოში საემიგრაციო პოლიტიკას ეხებოდა. სამწუხაროდ, ასეთია დღეს ქართული მედიისა და არსამთავრობოების სახე. საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა, სოროსის ფონდი კი აფინანსებს ბაია პატარაიას ორგანიზაციას, რომელიც აბორტის პროპაგანდას ეწევა ლოზუნგით “შენი სხეული შენია, აბორტი შენი უფლებაა”. ეს რა, არ არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება?! გარდა იმისა, რომ აბორტი რელიგიურად ყოვლად გაუმართლებელია, არც ჰუმანიზმის ნორმებში ჯდება მკვლელობა!

_ თვლით, რომ ხელისუფლებაც გარე ძალების დაკვეთით მოქმედებს?

_ ვფიქრობ, ხელისუფლებას არ შესწევს უნარი, დაუპირისპირდეს იმ დიქტატურას, რომლის დამყარებასაც ცდილობენ ულტრალიბერალები, იქნება ეს ეკლესიის დისკრედიტაცია თუ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა. ჩვენი პოლიტიკოსები თავს იწონებენ ევროკავშირის ლიდერების წინაშე, ამის დასტურია თუნდაც ის, რომ ამაყობენ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით. ეს კანონი კი ჰომოსექსუალებმა და ულტრალიბერალებმა სათავისოდ გამოიყენეს. ისინი მანიპულირებენ ამ კანონით. ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ანტიდისკრიმინაციული კანონი საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიიღო. იმ ფრონტზე, რომელზეც გვიწევს ბრძოლა, ძალიან მწირია ჩვენი შესაძლებლობები, მაგრამ მაინც მოვახერხეთ საზოგადოებაში ეროვნული თვითშეგნების გაღვიძება. მადლობა ღმერთს, რომ ღირებულებები ისევ აქვს ხალხს. სხვათა შორის, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, თამარ კინწურაშვილმა გაბედა და სააღდგომო ლიტურგია არ გაუშვა ეთერში, მერე მიხვდნენ, რომ ეს საზოგადოებისა და ეკლესიის ღია გამოწვევა იქნებოდა და მოხსნეს კინწურაშვილი. მართალია, ასე არ დაარქვეს მის გათავისუფლებას, მაგრამ მიზეზი ეს იყო. სამწუხარო ფაქტია, რომ ჰომოსექსუალების უფლებები უფრო დაცულია, ვიდრე ჩვენი _ ნორმალური ადამიანების. ეკლესიაში ციანიდის თემა შეაგდეს და ამით გაუტეხეს სახელი. მიზანმიმართულად მიმდინარეობს ეთნიკური ქართველების ქვეყნიდან გაყვანა და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა. შეგნებულად აღიზიანებენ ხალხს, რათა ჰომოსექსუალებმა და მათმა მხარდამჭერებმა ჩაგრულის იმიჯი მოირგონ და მერე ამით გრანტები მოიპოვონ. შვედეთში არსებობს გენდერულ-ნეიტრალური ბაღი (“სი-ენ-ენის” ვებგვერდიც წერს ამაზე), ბავშვი იზრდება ისე, რომ არ არის განსაზღვრული მისი იდენტობა. ახლა საქართველოში ცდილობენ, ანალოგიურის დაკანონებას. უამრავი ადამიანი შემოდის საქართველოში ისლამური ქვეყნებიდან, არავინ აკონტროლებს მათ შემოსვლას. ყველა მხრიდან დარტყმის ქვეშ ვართ. ქართული ღირებულებებისა და ფასეულობების წინააღმდეგ მიმდინარეობს ღია ბრძოლა, რომელმაც შეიძლება დამანგრეველი შედეგი მოუტანოს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და მომავალ თაობას.

ესაუბრა

ნიკა გელაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here