Home ახალი ამბები მეუფე საბა: ქრისტიანობის სახელით ქრისტეს შეურაცხყოფენ

მეუფე საბა: ქრისტიანობის სახელით ქრისტეს შეურაცხყოფენ

 

​საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ფეხბურთელ გურამ კაშიას კაპიტნის სამკლავურის საკითხს, ასევე ქართული მარშის აქციას გამოეხმაურა.

ადამიანს აქვს თავისუფლება მიცემული, მაგრამ თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ რაც უნდა, ის აკეთოს. რა თქმა უნდა, შეუძლია მას, რაც უნდა ის აკეთოს, მაგრამ ყოველივე სასარგებლო არ არის. თავისუფლება ჰქონდა ადამს მიცემული ღვთისაგან, მაგრამ მან დაარღვია მცნება, შემოხვდა ცოდვა სამყაროში და დაეცა ბუნება ადამიანური და ამ ბუნების მატარებლები ვართ ჩვენ. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანის ქმედება განაპირობებს რაღაც მაგალითის მიცემას, შეიძლება ზოგს საერთოდ არ აინტერესებს, ჩვენ რას ჩავიცმევთ, რას გავაკეთებთ და როგორ ვიმოქმედებთ, მაგრამ გარკვეულწილად, როცა შენ როცა საზოგადო მოღვაწე ხარ, სპორტსმენი ხარ, მსახიობი თუ ა.შ, შენ აძლევ გარკვეულ მაგალითს ადამიანებს და შენი ქმედებით რაღაც პოზიციას გამოხატავ. ჩემთვის იქნება თუ არა მისაღები და ზემოქმედებას მოახდენს თუ არა ეს ჩემზე, ამას მე ბვწყვეტ, მე ვფიქრობ, ეს ჩემზეა დამოკიდებული, რა გზას ავირჩევ. მაგრამ მეორე მხარე, როცა ადამიანები ასე სიძულვილის რიტორიკით, და მე მაქვს საუბარი ქართულ მარშზე, სიძულვილის რიტორიკით გამოდიან ცოდვილი ადამიანების წინააღმდეგ, ერთ ადამიანს არ გაუკეთებია ისეთი ცუდი არაფერი, რასაც ის ადამიანები აკეთებენ, ქრისტეს სახელით და ქრისტიანობის სახელით ქრისტეს შეურაცხყოფენ. ეს ქრისტიანობა არ არის. ამის მაგალითი არის სახარებაში. ვისაც გონია საკუთარი თავი ნებისმიერ სხვაზე მაღლა, ის ცხონების გზაზე არ დგას. ვინც ქვების სროლას იწყებს, ჯერ საკუთარ თავს შეხედოს“,-განაცხადა მეუფე საბამ  ქადაგებაზე.

კლუბ ვიტესის კაპიტანმა, გურამ კაშიამ ლგბტ დროშის სამკლავური ჰოლანდიაში, ერთ-ერთი მატჩზე გაიკეთა, ქართულმა მარშმა კი ფეხბურთის ფედერაციასთან აქცია გამართა და კაშიას ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა.

 

1 COMMENT

  1. სააკას სისხლიანი რეჟიმისას არ მახსოვს მის წინააღმდეგ გამოსულიყო, პირიქით, მახსოვს იცავდა იმ პირსისხლიანებს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here