Home ახალი ამბები ვენესუელის პრეზიდენტი რუსეთს დახმარებას სთხოვს

ვენესუელის პრეზიდენტი რუსეთს დახმარებას სთხოვს

ვენესუელა დეფოლტს ებრძვის. ქვეყანაში ჰიპერინფლაციაა, ხოლო ცხოვრების დონე კატასტროფულად ეცემა. ამ ფონზე, რუსეთმა უკვე განაცხადა, რომ მზადაა ვენესუელას 2,84 მილიარდ დოლარის ვალის რესტრუქტურიზაცია გადაავადოს.

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადუროს განცხადებით, იწყება ქვეყნის საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის პროცესი.

ვენესუელას საგარეო ვალების ზრდას, ხელს უწყობს აშშ-ს სანქციებიც.

2 ნოემბერს მადურომ ქვეყანაში, მინიმალური ხელფასის გაზრდის შესახებ, განცხადება გააკეთა.

გამოცემა El Nacional აღნიშნავს, რომ ხელფასების მატება, წლის დასაწყისიდან, მეხუთეჯერ ხდება – ხოლო ქვეყანაში ინფლაციის, პოლიტიკური კრიზისისა და საქონლის დეფიციტის ფონია.

ამ ფონზე, ბოლივარული რესპუბლიკის ლიდერის ქმედებები არ მოსწონთ ქვეყანაში. ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ ხულიო ბორჰესმა განაცხადა, რომ მადურო ვერ შეძლებს ქვეყნის საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციას.

ვენესუელას დახმარების ხელი უკვე გაუწოდა რუსეთმა. რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა კარაკასს 2,84 მილიარდ დოლარის ვალის რესტრუქტურიზაცია გადაუვადოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here