newsweek-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, პედოფილიაში მხილებულ და რეგისტირებულ ამერიკელებს, საზღვარგარეთ გასვლის შემთხვევაში, პასპორტში სპეციალურ შტამპს ჩაურტყამენ.
ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყებამ არასრულწლოვნებზე სექსუალური მოძალადეების პასპორტები უკვე გამოითხოვა.
იმ შემთხვევაში თუ პედოფილები ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიას დატოვებენ, მასპინძელ ქვეყანას ექნება ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი მოძალადეა. ოფიციალურ ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ ამ გზით სექს-ტურიზმთან ბრძოლა გააქტიურდება.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პედოფილების ბაზა არსებობს როგორც ეროვნული რეესტრის, ასევე შტატების დონეზეც. არსებობს კიდევ მობილური აპლიკაცია, სადაც რეგისტრირებულ დამნაშავეთა ადგილსამყოფელი ჩანს.
Child Rescue Network-ის მონაცემების მიხედვით, შეერთებულ შტატებში ამჟამად დაახლოებით 750,000 რეგისტრირებული სექსუალური მოძალადე ცხოვრობს, ხოლო 400,000 ბავშვებზე სექსუალური ძალადობისთვისაა ნასამართლევი.
750 000 ეს ციფრი თავზარდამცემია!
400 000 ბავშვი სექსუალური ძალადობის
მსხვერპლი!?
და კიდევ ვინმე იტყვის, რომ საკაცობრიო
სიბინძურეები ამერიკიდან არ მოდის?
“დემოკრატიაც” რა ” დიდებული” აქვთ!
არანაირი ელექტრო სკამი, არანაირი
მკაცრი ზომები.
პასპორტში ჩაურტყამენ……პედოფილობას!?
უფალო, ან ეს ამერიკული დემოკრატია
მოსპე და გადააშენე, ან ეს წაბილწული
კაცობრიობა!
ბაცშვის გაჩენაზე როგორ უნდ თქვა უარი!?