ბელგიური საფეხბურთო კლუბის, „ანტვერპენის“ 17 წლის ფეხბურთელი ჯოელ ლობანზო ვარჯიშზე გარდაიცვალა.
მოედანზე მან მოულოდნელად გონება დაკარგა და დაეცა.ფეხბურთელი ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის რამდენიმე წუთი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.