რუსეთში კრასნოიარსკის მხარეში ბიზნესმენი გაიტაცეს და დაწვეს. მოკლული 42 წლის კაცია, რომელიც სამშენებლო ბიზნესში საქმიანობდა.
ბიზნესმენის გაუჩინარების შესახებ პირველ ნოემბერს პოლიციას მისმა ცოლმა შეატყობინა.
პოლიციამ გაუჩინარებული კაცი დღეს კრასნოიარსკთან ახლოს ტყეში, მანქანასთან ერთად დამწვარი იპოვა. გამტაცებლებმა ბიზნესმენი ჯერ მოკლეს, მერე კი დაწვეს.