Home ახალი ამბები მსოფლიო სომხეთი-ნატოს ურთიერთობები

სომხეთი-ნატოს ურთიერთობები

სომხეთი-ნატო

სომხეთი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, უსაფრთხოების პოლიტიკაში  სერიოზული დილემმის წინაშე იყო და რუსეთისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა. შემდეგ კი, გაასწორა ურთიერთობა და ამ ქვეყნის ლიდერობით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი გახდა.

მაგრამ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობიდან დღემდე, მხოლოდ უპირატესობას ანიჯებდა რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას. სხვა წევრ ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობა დაბალ დონეზეა. ასე, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მთიანი ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით სომხეთის მხარს არ უჭერს, პირიქით აზერბაიჯანის პოზიციასთან ახლოს საუბრობენ. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პარალელურად სომხეთმა ნატოსთან ურთიერთობის პირველი ნაბიჯები გადადგა. მაგრამ ეს თანამშრომლობა რუსეთის ნებართვის ფონზე ხორციელდებოდა და არ განვითარდა.

ასე, რომ ნატო-სომხეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანის „სომხეთს არ სურს ნატოს წევრობა“, თავდაცვის მინისტრის სერჟ სარკისიანის „სომხეთი არ ფიქრობს ნატოს წევრობაზე. ეს არ შეესაბამება ქვეყნის გეოსტრატეგიულ ინტერესებს.“ და საგარეო საქმეთა მინისტრი ვარდან ოსკანიანის „ სომხეთი არ არის მზად ნატოს წევრობისთვის, არც ნატო მზად არ არის სომხეთის მიღებისთვის“ -განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ზემოთ მოყვანილ მოსაზრებებს.

სომხეთის ოფიციალური პირების ამ განცხადებების შეფასებისას აღინიშნა, რომ სომხეთი ნატოსთან ურთიერთობების დამყარებას არა პირდაპირ, არამედ რუსეთის გავლით ცდილობს. ამის საპასუხოდ ოსკანიანმა განაცხადა: „ სომხეთი არასოდეს იძულებული არ ყოფილა ნატოსა და რუსეთს შორის  არჩევანის გაკეთებაში“.

ბოლო წლების განმავლობაში სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში დაძაბულობის პარალელურად ნატოსთან ურთიერთობებში უშედეგო გამოცოცხლება იგრძნობა, მაინც რუსეთის ზეწოლაც გაიზარდა.

რუსულ მედიაში ვრცლად განიხილეს, ამ წლის აგვისტოში საქართველოში ნატოს მიერ ჩატარებული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“. ამ სწავლებაში სომხეთის მონაწილეობამ ოდიოზური ვითარება შექმნა. სომხეთის მონაწილეობა ერთმნიშვნელოვნად არ მიიღეს რეგიონის ქვეყნებმა, აშშ-მ და რუსეთმა. აშშ ამას აფასებდა სომხეთის მხრიდან ნატოსთან ურთიერთობების განვითარების მცდელობად, რუსეთი კი, სომხეთს ხედავდა მისი ორბიტისგან დაშორებულ ქვეყნად.

ასე, რომ სამხედრო სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2017“ მონაწილემ სომხეთმა გაითვალისწინა რუსეთის ზეწოლა და უარი თქვა მონაწილეობაზე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსსამსახურის ინფორმაციით, სომხეთმა ბოლო მომენტში განაცხადა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ განცხადების შემდეგ სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ არტაკ ზაქარიანი აღნიშნა, რომ ოფიციალურად არ უთქვამთ მონაწილეობასთან დაკავშირებით და განაცხადა: „მე არ ვიცი, სომხეთის სახელი როგორ აღნიშნულია მონაწილე ქვეყნების სიაში. სომხეთის რესპუბლიკას არასოდეს უთქვია, რომ მომდევნო სწავლებაში მიიღებს მონაწილეობას. ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებები გვაქვს.“

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ასეთი განცხადების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განცხადება უარყო და თქვა: „სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წინასწარ დადასტურებული ჰქონდა ნატოს სამხედრო სწავლებაში – “Agile Spirit 2017” მონაწილეობა. მაგრამ, სამწუხაროდ შემდეგ უარი თქვა“.

აშშ ცდილობდა სომხეთი გაეხალისებინა ნატოსთან თანამშრომლობისთვის მაგრამ, რეგიონის პოლიტიკური და უსაფრთხოების რეალობა სულ სხვაა. აშშ-გან განსხვავებულად რეგიონზე გავლენისთვის რუსეთს უფრო სერიოზული მექანიზმები გააჩნია და შესაბამის სიტუაციებში თავს არ იკავებს ამის გამოყენებისგან. რამდენიმე თვის წინ აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ სომხეთის ენერგიის სექტორში 8 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის ჩადება შეუძლიათ, მაგრამ სომხეთის მთავრობამ ამ წინადადებას ოფიციალური პასუხი არ მისცა. ბოლო დროს აშშ-ის მთავრობის სომხეთთან ყველანაირი ურთიერთობის გავრცელების ინიციატივას ერევანი არ იღებს სიამოვნებით. ერევანის ოფიციალურმა პირებმა იციან, რომ თუ, რუსეთის მიუხედავად  გაითვალისწინებენ აშშ-ის მთავრობის შემოთავაზებას, მაშინ შინაგან პოლიტიკასა და მთიან ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით დინამიკა შეიცვლება.

ჰათემ ჯაბბარლი

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here