Home ახალი ამბები ამერიკელმა დედა მუსიკის ხმამაღლა მოსმენის აკრძალვის გამო მოკლა

ამერიკელმა დედა მუსიკის ხმამაღლა მოსმენის აკრძალვის გამო მოკლა

ილინოისის შტატში მცხოვრები ბრაინ პეკი 76 წლის დედის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.ინფორმაციას გამოცემა  People Crime-ი ავრცელებს.

კაცმა თავდაპირველად პოლიციის მცდარ კვალზე დაყენება გადაწყვიტა და სამართალდამცველებს მოუყვა, რომ სეირნობიდან დედა უკან აღარ დაბრუნდა. პოლიციამ მალევე ეჭვი თავად შვილზე აიღო და მისი სახლი გაჩხრიკა.

პოლიციელებმა დამატებით გაარკვიეს, რომ შვილმა დედის ანგარიშიდან თანხა მოხსნა და ამ თანხით გამწმენდი საშუალებები და შესახვევი მასალა იყიდა. პოლიციამ სახლში სისხლის კვალიც აღმოაჩინა.

საბოლოოდ, შვილმა აღიარა, რომ მოხუცი დედა მას სახლში მუსიკის ხმამაღლა მოსმენას უკრძალავდა და ასევე მოსთხოვა სხვა ოთახში გადასულიყო. ბრაინ პეკის ვერსიით, თავდაპირველად დედა დაემუქრა მოკვლით და მას კი თავის დაცვის დროს მოხუცი შემოაკვდა.

ბრაინ პეკი დაპატიმრებულია და მის საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულებამდე გირაოს შეტანაც აიკრძალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here