მიხეილ სააკაშვილი მეგის ქარდავას დაკავებას Facebook-ზე ეხმაურება და აღნიშნავს,რომ ქარდავას მხოლოდ პრესიდან იცნობს.
“მედიის წყაროები არასარწმუნოა. ამ “უახლოეს თანაგუნდელს” არასდროს შევხვედრივარ. მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი”,-წერს სააკაშვილი.
უკრაინული მედია მეგის ქარდავას მიხეილ სააკაშვილის “უახლოეს თანაგუნდელად” მოიხსენიებს.
მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ძებნილი მეგის ქარდავა უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს.