საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომისიამ, დენის ოსვალდის ხელმძღვანელობით, რუს მოთხილამურეებზე პირველი ვერდიქტი გამოიტანა.
გასაწყვეტილება სერიოზულად აზარალებს რუსეთის ნაკრების შედეგებს 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე.
კერძოდ, თხილამურებით მორბენლები – ალექსანდრ ლეგკოვი და ევგენი ბელოვი დამნაშავედ ცნეს ანტისადოპინგო წესების დარღვევაში და მათ მიმართ მკაცრი სანქციები გამოიტანეს.
გაუქმდა ლეგკოვისა და ბელოვის შედეგები 2014 წლის ოლიმპიადაზე. განსაკუთრებით ლეგკოვი დაზარალდა, რადგან მას ოქრო ჰქონდა მოპოვებული 50 კილომეტრზე რბენაში და ვერცხლი – 4×10 კილომეტრზე ესტაფეტაში. ეს შედეგები გაუქმებულია და სპორტსმენს ორივე მედლის დაბრუნება მოუწევს. ასევე, უნდა დააბრუნონ ვერცხლის მედლები ესტაფეტაში მონაწილე სხვა მოთხილამურეებმა.
ჯერჯერობით არ არის მიღებული გადაწყვეტილება, გადაეცემათ თუ არა ეს მედლები სხვა მორბენლებს.
ამას ემატება ისიც, რომ ლეგკოვსა და ბელოვს სამუდამო დისკვალიფიკაცია გამოუწერეს და ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ 2018 წლის ზამთრის თამაშებში.