მოსკოვის ერთ-ერთი კოლეჯის სტუდენტმა თავისი მასწავლებელი მოკლა, რის შემდეგაც მის ცხედართან ფოტო გადაიღო და სოციალურ ქსელ “ВКонтакте”-ში გამოაქვეყნა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
მკვლელობის მიზეზად პირადი შელაპარაკება და კონფლიქტი სახელდება.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია კოლეჯში ნაპოვნი 2 ცხედრის შესახებ, დანაშაულის ადგილზე ამ დრომდე საგამოძიებო დეპარტამენტი მუშაობს, მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია დანა და ელექტროხერხი.