ქალაქ შილესთან ახლოს თურქული მშრალი ტვირთების გადამზიდი გემი “Bilal Bal” რადარების მონაცემებიდან გაქრა.
ამის შასახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “DailySabah” ავრცელებს. როგორც აღნიშნავენ, გემზე, რომელიც მარმარილოს ზღვის გავლით შავი ზღვის ერიგლის პორტისკენ მიემართებოდა, 10–კაციანი ეკიპაჟი იმყოფებოდა.
თურქეთის სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა სამძებრო ოპერაციისას ცარიელი ნავები და სამაშველო ჟილეტები იპოვა.