Home ახალი ამბები უზბეკეთი აშშ-ს ტერაქტის გამოძიებაში დაეხმარება

უზბეკეთი აშშ-ს ტერაქტის გამოძიებაში დაეხმარება

უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიევმა აშშის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ნიუიორკში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა და გამოძიებაში დახმარებას დაჰპირდა.

როგორც უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი უზბეკეთის მოქალაქეა.

“მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ქალაქ ნიუ-იორკში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რომელმაც უდანაშაულო მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა. ეს დაუნდობელი და უკიდურესად სასტიკი დანაშაული ვერ იქნება გამართლებული. უზბეკეთი, თავის მხრივ, მზად არის, გამოიყენოს ყველა ძალა და საშუალება, რათა დაეხმაროს ამ ტერორისტული აქტის გამოძიებას”, – განაცხადა მირზიევმა. ასევე, მან განაცხადა, რომ გმობს ექსტრემიზმისა და ტერორიზმის ყველა ფორმას.

 

სამშაბათს მანჰეტენის სამხრეთით, ერთ-ერთ ქუჩაზე ავტომობილი ველობილიკზე შევარდა, რასაც, ბოლო მონაცემებით, 8 ადამიანი ემსხვერპლა და 11 დაშავდა. შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here