ჩინეთში 14 წლის რუსი მოდელის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ პოლიორგანული უკმარისობა გახდა.
Newsru.com-ის ინფორმაციით, ამის შესახებ შანხაიში მდებარე რუსეთის გენერალურ საკონსულოში განაცხადეს.
„არსებობს ოფიციალური დოკუმენტი – გარდაცვალების მოწმობა საავადმყოფოდან, სადაც გარდაცვალების მიზეზად მითითებულია: პოლიორგანული უკმარისობა, სეფსისისა და ნერვული სისტემის ინფექციური დაზიანების ფონზე“, – აცხადებენ საკონსულოში.
საკონსულოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით ჩინური მხარე არ ადასტურებს საავადმყოფოს დიაგნოზს. ამისთვის საჭიროა ექსპერტიზა, რომლისთვისაც საჭიროა მშობლის თანხმობა. მოდელის დედა ამჟამად მოსკოვში იმყოფება და უახლოეს მომავალში ჩინეთში ჩავა.